ქეით მიდლტონის ვიდეომიმართვა მის გარშემო ატეხილი აჯიოტაჟის შემდეგ – პრინცესა ქიმიოთერაპის კურსს გადის

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

ქეით მიდლტონი აცხადებს, რომ ქიმიოთერაპიის კურსს გადის და დიაგნოზის მიუხედავად, თავს კარგად გრძნობს

უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი სიმსივნეს ებრძვის. ამის შესახებ ქეით მიდლტონმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

როგორც უელსის პრინცესამ აღნიშნა, დიაგნოზის მიუხედავად, ის თავს კარგად გრძნობს და დღითი დღე ძლიერდება.

დაავადების შესახებ კონკრეტული დეტალები არ ვრცელდება, თუმცა კენსინგტონის სასახლე იუწყება, რომ პრინცესას სრულად გამოჯანმრთელებაში დარწმუნებული არიან.

- Advertisement -
Ad imageAd image

უელსის პრინცესამ აღნიშნა, რომ იანვარში, როდესაც მას მუცელზე ოპერაცია ჩაუტარდა, სიმსივნის არსებობის შესახებ ცნობილი არ იყო და დაავადების შესახებ მან მხოლოდ ოპერაციის შემდგომ ჩატარებული ტესტებიდან შეიტყო.

„ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ პრევენციული ქიმიოთერაპიის კურსი გავიარო და ახლა ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპზე ვარ“, – აღნიშნა უელსის პრინცესამ.

ქეით მიდლტონის განცხადებით, ახლა მის ოჯახს სჭირდება გარკვეული დრო, სივრცე და კონფიდენციალურობა.

„ბიბისის“ ცნობით, პრინცესა და პრინცი უილიამი არ გამოცხადდებიან სამეფო ოჯახთან ერთად აღდგომის კვირას.

წყვილი პრინცესასთვის იანვარში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოების მხრიდან განხილვის ობიექტები არიან. შობის შემდეგ უელსის პრინცესა არცერთ ოფიციალურ ღონისძიებას არ დასწრებია.

- Advertisement -
Ad imageAd image

ვიდეომიმართვაში ქეით მიდლტონმა ისაუბრა ოჯახის მხარდაჭერის შესახებაც.

„ჩემ გვერდით უილიამის ყოფნა კომფორტისა და მშვიდად ყოფნის დიდი წყაროა, ისევე, როგორც სიყვარული, თანადგომა და სიკეთე, რაც ამდენმა თქვენგანმა გამოიჩინა. ეს ორივესთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, – განაცხადა ქეით მიდლტონმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ქეით მიდლტონის ვიდეომიმართვა მის გარშემო ატეხილი აჯიოტაჟის შემდეგ – პრინცესა ქიმიოთერაპის კურსს გადის. 23 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ქეით-მიდლტონის-ვიდეომიმა/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T15:12:02+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi