კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება5 დარგი, სადაც ყველაზე დაბალი და მაღალი ხელფასებია საქართველოში

5 დარგი, სადაც ყველაზე დაბალი და მაღალი ხელფასებია საქართველოში

საქართველოში 2023 წლის მე-4 კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3 პროცენტით ანუ 270.9 ლარით გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მე-4 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 607.3 ლარით, ხოლო კაცების – 2 463.8 ლარით განისაზღვრა.

მათივე ცნობით, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 195.6 ლარი (13.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 340.7 ლარი (16.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. 

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 309.2 ლარი;
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 110.0 ლარი;
  • მშენებლობა – 3 062.5 ლარი;
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 920.5 ლარი;
  • ტრანსპორტირება და დასაწყობება – 2 417.8 ლარი.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით დაბალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • განათლება – 1 156.8 ლარი;
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 1 319.9 ლარი;
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 1 463.1 ლარი;
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 1 546.2 ლარი;
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 1 554.9 ლარი.
author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  (ვიდეო/ნუცას დღიური) მომზადების წესი - როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხი თანაბრად
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი