საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მე-4 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 607.3 ლარით, ხოლო კაცების – 2 463.8 ლარით განისაზღვრა.
მათივე ცნობით, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 195.6 ლარი (13.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 340.7 ლარი (16.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 309.2 ლარი;
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 110.0 ლარი;
- მშენებლობა – 3 062.5 ლარი;
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 920.5 ლარი;
- ტრანსპორტირება და დასაწყობება – 2 417.8 ლარი.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით დაბალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- განათლება – 1 156.8 ლარი;
- წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 1 319.9 ლარი;
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 1 463.1 ლარი;
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 1 546.2 ლარი;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 1 554.9 ლარი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). 5 დარგი, სადაც ყველაზე დაბალი და მაღალი ხელფასებია საქართველოში. 21 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/5-დარგი-სადაც-ყველაზე-დაბა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T15:12:02+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
