“16 საათი ვმუშაობ და ანაზღაურება 40 ლარი მაქვს…” – ინტერვიუ მიმტანთან, რომელიც ამ პროფესიის სირთულეებზე დაგაფიქრებთ

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

Shenisupra.ge -ს მიმტანის პროფესიაზე ამჯერად ვაჟა იმერლიშვილი ესაუბრება:

– თქვენს თავზე და მიმტანის პროფესიაზე გვესაუბრეთ.. 

– მე უკვე ამ სფეროში ვარ ორ წელზე მეტია, ბევრ ობიექტზე მიმუშავია. ამჟმად ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობ თექვსმეტი საათი და ანაზღაურება მაქვს დღეში 40 ლარი და პლუს 2%.

– მაინტერესებს, რა გარემოებებმა აგარჩევინათ ეს სფერო?

- Advertisement -
Ad imageAd image

– ამ სფეროში მოღვაწეობა მეგობრის წყალობით დავიწყე, რომელიც თავადაც მიმტანი იყო, თუმცა საზღვარგარეთ მოუწია წასვლა და მისი ადგილი მე დამითმო… სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან მინდოდა ამ საქმეში ბედის ცდა და, საბედნიეროდ, გაამართლა კიდეც, ძალიან კარგად მახსენდება იქ მუშაობის პერიოდი…

– თანამშრომლებზეც რომ გვესაუბროთ, რამდენად ლოიალურები იყვნენ თავდაპირველად მენეჯერები?

– სიმართლე გითხრათ, ყველა ძალიან ლოიალური და საყვარელი იყო, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. სწორედ მათ თანადგომამ და ჩემმა შრომისმოყვარეობამ გამოიწვია ის, რომ დამაწინაურეს და მალევე გადავედი სუპერ ვაიზერად, თუმცა, სამწუხაროდ, ცოტა ხანში ეს ობიექტი დაიხურა…

– სამსახურთან შეგუება რამდენად რთული პროცესი იყო?

–რეალურად, საერთოდ არ გამჭირვებია, სამ დღეში ავითვისე ყველაფერი…

- Advertisement -
Ad imageAd image

 – როგორც ვამჩნევ, ძალიან მოგწონთ თქვენი საქმე, ასეა?

– დიახ, სწორედ ასეა, თუმცა ვფიქრობ, უფრო მეტი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეთ თანამშრომლებს მენეჯმენტისგან, მით უმეტეს, მიმტანებს…

 – რეალობაზეც რომ გვესაუბროთ, ყველასთვის ცნობილია, რომ ეს საქმე სირთულეებთანაა დაკავშირებული…

 – მიმტანად მუშაობა ახლანდელ რეალობაში მართლაც ძალიან რთულია, რეალურად, სამზარეულოში საკვების მომზადების გარდა, ყველაფერი ჩვენ გვევალება, მათ შორის, ობიექტის მთლიანად დალაგებაც… წაიკითხეთ სრულად

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). “16 საათი ვმუშაობ და ანაზღაურება 40 ლარი მაქვს…” – ინტერვიუ მიმტანთან, რომელიც ამ პროფესიის სირთულეებზე დაგაფიქრებთ. 23 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/16-საათი-ვმუშაობ-და-ანაზღა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi