კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდისტივენ სიგალის ვაჟმა რუს მოდელზე იქორწინა, წყვილმა დახურული წვეულება რუსეთის ელიტარულ სოფელში...

სტივენ სიგალის ვაჟმა რუს მოდელზე იქორწინა, წყვილმა დახურული წვეულება რუსეთის ელიტარულ სოფელში გამართა – „სტივენი თბი­ლად ესა­უბ­რე­ბო­და ყვე­ლას“

ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი­სა და რე­ჟი­სო­რის სტი­ვენ სი­გა­ლის ვაჟი რუს ქალ­ზე, ირი­ნა და­ნი­ლო­ვა­ზე და­ქორ­წინ­და. აღსანიშნავია, რომ სი­გა­ლი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხარს უჭერ­და პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კას, ის ახლო მე­გო­ბა­რია დიქ­ტა­ტო­რის და მი­ღე­ბუ­ლი აქვს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ ქორ­წი­ლი რუ­სეთ­ში შედ­გა. ეს იყო და­ხუ­რუ­ლი ცე­რე­მო­ნია ელი­ტა­რულ სო­ფელ ბარ­ვი­ხა­ში. სტუმ­რებს შო­რის იყო თა­ვად პუ­ტი­ნის­ტი სი­გა­ლიც.

“სტი­ვე­ნი ძა­ლი­ან თბი­ლად ესა­უბ­რე­ბო­და ყვე­ლას, რძალს ვარ­დე­ბის ულა­მა­ზე­სი თა­ი­გუ­ლი აჩუ­ქა. ის ნამ­დვი­ლად იწო­ნებს შვი­ლის არ­ჩე­ვანს”, – წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი რამ­დე­ნი­მე წლის წინ მოს­კოვ­ში ერთ-ერთ სო­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­იც­ნო. თა­ვი­დან ურ­თი­ერ­თო­ბას მა­ლავ­დნენ, მაგ­რამ 2023 წელს ერ­თად გა­მოჩ­ნდნენ მდიდ­რულ რეს­ტო­რან­ში.

მე­დია წერს, რომ სი­გა­ლის ვაჟი, 34 წლის დო­მი­ნი­კი, გეგ­მავს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მოს­კოვ­ში იცხოვ­როს.

ირი­ნე და­ნი­ლო­ვა ცნო­ბი­ლი 2015 წელს სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ გახ­და. მო­დელს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თით­ქმის 700 000 გა­მომ­წე­რი ჰყავს. ირი­ნე და­ნი­ლო­ვას დო­მი­ნიკ სი­გალ­მა გა­სულ ზა­ფხულს უთხრა, რომ მოს­კოვ­ში გა­დას­ვლა სურ­და, სა­დაც მა­მა­მისს გარ­კვე­უ­ლი ქო­ნე­ბა აქვს.

„მი­ზი­დავს ამ ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა და ქა­ლე­ბის სი­ლა­მა­ზე“, – გა­ნა­ცხა­და სი­გა­ლის ვაჟ­მა.

სტი­ვენ სი­გალს ორი შვი­ლი ჰყავს ია­პო­ნელ მი­ა­კო ფუ­ჯი­ტან­თან ქორ­წი­ნე­ბი­დან, კენ­ტა­როი და აია­კო. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან კი კელი დებ­როკ­თან 34 წლის დო­მი­ნი­კი, 37 წლის ანა ლიზა და 31 წლის არი­სა.

მსა­ხი­ობს ასე­ვე ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი, სა­ვა­ნა, შვი­ლე­ბის ყო­ფილ ძი­ძის­გან. სი­გა­ლი ამ­ჟა­მად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია ბა­ცუ­ჰი­ინ ერ­დე­ნე­ტუ­ია­ზე, რო­მელ­თა­ნაც ასე­ვე ორი შვი­ლი ჰყავს. წყარო

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა, საზღვაო ტაქსი ამოქმედდეს - ვისზე იქნება გათვლილი სიახლე?
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი