ამერიკელი მსახიობისა და რეჟისორის სტივენ სიგალის ვაჟი რუს ქალზე, ირინა დანილოვაზე დაქორწინდა. აღსანიშნავია, რომ სიგალი მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერდა პუტინის პოლიტიკას, ის ახლო მეგობარია დიქტატორის და მიღებული აქვს რუსეთის მოქალაქეობა.
ცნობილია, რომ ქორწილი რუსეთში შედგა. ეს იყო დახურული ცერემონია ელიტარულ სოფელ ბარვიხაში. სტუმრებს შორის იყო თავად პუტინისტი სიგალიც.
“სტივენი ძალიან თბილად ესაუბრებოდა ყველას, რძალს ვარდების ულამაზესი თაიგული აჩუქა. ის ნამდვილად იწონებს შვილის არჩევანს”, – წერს რუსული მედია.

წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ მოსკოვში ერთ-ერთ სოციალურ ღონისძიებაზე გაიცნო. თავიდან ურთიერთობას მალავდნენ, მაგრამ 2023 წელს ერთად გამოჩნდნენ მდიდრულ რესტორანში.
მედია წერს, რომ სიგალის ვაჟი, 34 წლის დომინიკი, გეგმავს მეუღლესთან ერთად მოსკოვში იცხოვროს.
ირინე დანილოვა ცნობილი 2015 წელს სილამაზის კონკურსში გამარჯვების შემდეგ გახდა. მოდელს სოციალურ ქსელებში თითქმის 700 000 გამომწერი ჰყავს. ირინე დანილოვას დომინიკ სიგალმა გასულ ზაფხულს უთხრა, რომ მოსკოვში გადასვლა სურდა, სადაც მამამისს გარკვეული ქონება აქვს.
„მიზიდავს ამ ქვეყნის კულტურა და ქალების სილამაზე“, – განაცხადა სიგალის ვაჟმა.
სტივენ სიგალს ორი შვილი ჰყავს იაპონელ მიაკო ფუჯიტანთან ქორწინებიდან, კენტაროი და აიაკო. მეორე ქორწინებიდან კი კელი დებროკთან 34 წლის დომინიკი, 37 წლის ანა ლიზა და 31 წლის არისა.
მსახიობს ასევე ჰყავს ქალიშვილი, სავანა, შვილების ყოფილ ძიძისგან. სიგალი ამჟამად დაქორწინებულია ბაცუჰიინ ერდენეტუიაზე, რომელთანაც ასევე ორი შვილი ჰყავს. წყარო
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). სტივენ სიგალის ვაჟმა რუს მოდელზე იქორწინა, წყვილმა დახურული წვეულება რუსეთის ელიტარულ სოფელში გამართა – „სტივენი თბილად ესაუბრებოდა ყველას“. 20 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სტივენ-სიგალის-ვაჟმა-რუს/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
თბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-29T19:03:03+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

