ცნობილი დიზაინერი თათა ვარდანაშვილი დიდხნიანი პაუზის შემდეგ, გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც შემოქმედებით ცხოვრებაში ტაიმ-აუტის აღება მოუწია.
თათა ვარდანაშვილი ახლა მცხეთაში ცხოვრობს, ბევრ საინტერესო სიახლესთან ერთად ამბობს, რომ საეკლესიო ნაქარგობის საქმიანობასაც ეწევა.
როგორც მან აღნიშნა, იმ ადამიანებს, რომელთაც მუდმივად გვერდში ედგა და მხარს უჭერდა, მსგავსი თანადგომა მის მიმართ არ გამოუხატავთ.
„მაქვს არაჩვეულებრივი პროფესია. მირჩევნია ფერწერაში ან ხატწერაში ვცადო ბედი, რადგან წლები სასულიერო შესამოსელს ვქმნიდი და ძალიან ბევრი გამოცდილება მაქვს ქარგვის.. ძალიან ბევრი სასულიერო შესამოსელი მაქვს დაქარგული.. საერთოდ, მგონია, რომ ღვთის ძალამ და მცხეთის მადლმა გადამარჩინა… სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ სვეტიცხოვლის იუბილეზე ძალიან ბევრი რაღაც, მათ შორის უწმინდესის შესამოსელი, ჩემი ხელით დაქარგული იყო.
სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არავის არ მოვუკითხივარ არასდროს, სატელეფონო ზარითაც კი.. ამაგი რომ გაქვს ადამიანებზე დახარჯული, რა მოხდებოდა დაბადების დღე ერთხელ მაინც მოელოცათ“, – ამბობს ვარდანაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები