“ჩემი მეუღლე ყოველთვის ჩემ გვერდითაა, ერთად ახალი საქმე წამოვიწყეთ” – მარიამ შუკაკიძის ინტერვიუ და ცხოვრების საინტერესო ამბები

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

Shenisilamaze.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მარიამ შუკაკიძესთან, რომელიც სოციალურ ქსელში ცნობილია, როგორც mariamshu…

– მარიამ, გვიამბეთ თქვენ შესახებ – ვინ არის მარიამ შუკაკიძე?
– მარიამი არის უბრალო, საყვარელი გოგონა, რომელსაც უზომოდ კეთილი გული აქვს.
– სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოპულარული ხართ, როგორ მოქმედებს თქვენზე უცხო ადამიანებისგან გამოხატული ყურადღება?
– ძალიან მსიამოვნებს, როცა უცხო ხალხის თვალებში, ჩემს მიმართ სიყვარულს ვხედავ! ყოველთვის დადებითს ვგრძნობ.

– რას ნიშნავს თქვენთვის სილამაზე?

– კონკრეტულად ვერ ავხსნი, ყველას თავისებური ხედვა გვაქვს…

- Advertisement -
Ad imageAd image

– რამდენადაც ვიცი, სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი გაქვთ. რატომ გადაწყვიტეთ მისი შექმნა და რა განგასხვავებთ სილამაზის სხვა სალონებისაგან?
– ჩემი სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი, თითქმის 1 თვეა, რაც გაიხსნა, უკვე 100 ათასზე მეტი გამომწერი გვყავს, ასევე უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი და რაც მთავარია, პროფესიონალთა უზარმაზარი გუნდი! გვაქვს საუკეთესო ტრქნოლოგიური აპარატურა, უმაღლესი სერვისები და იდეალური სივრცე! აი, ამიტომაც ამბობს ყველა, რომ ის უკვე პირველია და განსაკუთრებული.

– თავად მონაწილეობთ რომელიმე პროცედურაში?

– არა, მხოლოდ მფლობელის პოზიციას ვითავსებ.

– მარიამ, როგორია თქვენი ერთი დღე?

– სამსახური/ გადაღებები/ ატელიე / ბაღიდან ბავშვების გამოყვანა, გასეირნება და შემდეგ უკვე სახლი, სადაც კიდევ ერთი პატარა გოგონა მელოდება, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის არის.
– უამრავი გამომწერი გყავთ,
რომელთათვისაც მისაბაძი მაგალითი ხართ. დარწმუნებული ვარ, საინტერესო იქნება მათთვის თქვენი რჩევა, ყველაზე მეტად რას მიაქციონ ყურადღება იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდნენ?

- Advertisement -
Ad imageAd image

– პირველ რიგში ჯანმრთელობას, რადგან არაფერია მისი ფასი. ვიზუალი კი ინდივიდუალურია, როგორც კომფორტულად გრძნობთ თავს, ისე იყავით და სხვისი ნეგატიური აზრი, ყოველთვის დააიგნორეთ! სრულად

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). “ჩემი მეუღლე ყოველთვის ჩემ გვერდითაა, ერთად ახალი საქმე წამოვიწყეთ” – მარიამ შუკაკიძის ინტერვიუ და ცხოვრების საინტერესო ამბები. 15 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩემი-მეუღლე-ყოველთვის-ჩე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi