პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოსად „გაქრა“ ქეით მიდლტონი, რომლის ადგილსამყოფლზეც შეთქმულების თეორიები ვრცელდება - პრინცესას „გაუჩინარების“...

სად „გაქრა“ ქეით მიდლტონი, რომლის ადგილსამყოფლზეც შეთქმულების თეორიები ვრცელდება – პრინცესას „გაუჩინარების“ ამბავი ფანებს აშფოთებთ

უელ­სის პრინ­ცე­სა ქეით მიდლტო­ნი 2023 წლის დე­კემ­ბრის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში კი ახლა აქ­ტი­უ­რად იკ­ვლე­ვენ ქე­ი­თის “გაქ­რო­ბის“ საქ­მეს.

ქე­ი­თის ად­გილ­სამ­ყოფ­ლის შე­სა­ხებ სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი დღი­თი­დღე უფრო მძაფ­რდე­ბა. ვრცელ­დე­ბა არა­ერ­თი თე­ო­რია პრინ­ცე­სას შე­სა­ხებ. ერთი ვერ­სი­ით, მან მეფე ჩარლზს თირკმე­ლი გა­და­უ­ნერ­გა და ახლა ძა­ლი­ან ცუ­დად არის, კი­დევ ერთი თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, პრინ­ცე­სამ წო­ნა­ში მო­ი­მა­ტა და სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­სახ­დო­მი პროგ­რა­მის­თვის მა­ი­ა­მი­ში წა­ვი­და.

გი­ჟურ თე­ო­რი­ებს და­სას­რუ­ლი არ უჩანს, ზო­გი­ერ­თი იმა­საც წერს, რომ პრინ­ცე­სა ნიღ­ბით გა­მოჩ­ნდე­ბა და მომ­ღერ­ლად მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა. ზოგი წერს, რომ ქე­ი­თი გლაზ­გო­ში შე­ნიშ­ნეს და ის ცდი­ლობ­და, სახე და­ე­ფა­რა, რათა ვე­რა­ვის ეცნო.

რე­ა­ლუ­რად, ის, რომ ქეით მიდლტო­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა და არც მისი ახა­ლი ფო­ტო­ე­ბი ვრცელ­დე­ბა, გა­საკ­ვი­რი არ არის. პრინ­ცე­სამ იან­ვრის შუა რი­ცხვებ­ში მუც­ლის ღრუს ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ “ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო რჩე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ის და­უბ­რუნ­დეს სა­ჯა­რო მო­ვა­ლე­ო­ბებს აღ­დგო­მამ­დე“.

მი­უ­ხე­და­ვად ამ ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს არ სჯე­რა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის და ზო­გი­ერ­თი თვლის, რომ მიდლტონს გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. მე­დი­ის ცნო­ბით, ფა­ნე­ბის და­სამ­შვი­დებ­ლად, შე­საძ­ლოა, პრინ­ცე­სას მო­უ­წი­ოს სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე გა­მო­ჩე­ნა.

  ვატიკანი ირანს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავრცელებისგან და უპირატესობა მიანიჭოს დიალოგსა და მშვიდობას
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი