ჩინეთში ტაიფუნი „ბებინკას“ გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჩინეთში ტაიფუნი „ბებინკას“ გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული.

როგორც მედია წერს, ტაიფუნი „ბებინკა“ ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტროპიკული ციკლონია.

ხელისუფლების ცნობით, გამოცხადდა განგაშის წითელი დონე და ზოგიერთი სანაპირო ტერიტორიიდან დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია.

შანხაის ორივე მთავარ აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერებულია, რადგან ტაიფუნმა ქალაქში კოკისპირული წვიმა გამოიწვია. ყველა ავტომაგისტრალი დაიხურა და ქალაქის შიგნით გზებზე დაწესდა სიჩქარის ზღვარი.

- Advertisement -
Ad imageAd image

შანხაის რკინიგზის სადგურზე ზოგიერთი სარკინიგზო მიმოსვლაც შეჩერდა. ქალაქის დაახლოებით 25 მილიონ მაცხოვრებს შენობებში დარჩენა ურჩიეს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ჩინეთში ტაიფუნი „ბებინკას“ გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. 16 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩინეთში-ტაიფუნი-ბებინკა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi