უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი 2023 წლის დეკემბრის შემდეგ საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. ონლაინ სივრცეში კი ახლა აქტიურად იკვლევენ ქეითის “გაქრობის“ საქმეს.
ქეითის ადგილსამყოფლის შესახებ სპეკულაციები დღითიდღე უფრო მძაფრდება. ვრცელდება არაერთი თეორია პრინცესას შესახებ. ერთი ვერსიით, მან მეფე ჩარლზს თირკმელი გადაუნერგა და ახლა ძალიან ცუდად არის, კიდევ ერთი თეორიის თანახმად, პრინცესამ წონაში მოიმატა და სპეციალური გასახდომი პროგრამისთვის მაიამიში წავიდა.
გიჟურ თეორიებს დასასრული არ უჩანს, ზოგიერთი იმასაც წერს, რომ პრინცესა ნიღბით გამოჩნდება და მომღერლად მოგვევლინება. ზოგი წერს, რომ ქეითი გლაზგოში შენიშნეს და ის ცდილობდა, სახე დაეფარა, რათა ვერავის ეცნო.
რეალურად, ის, რომ ქეით მიდლტონი საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა და არც მისი ახალი ფოტოები ვრცელდება, გასაკვირი არ არის. პრინცესამ იანვრის შუა რიცხვებში მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა. ბუკინგემის სასახლეში განაცხადეს, რომ “ამჟამინდელი სამედიცინო რჩევების საფუძველზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის დაუბრუნდეს საჯარო მოვალეობებს აღდგომამდე“.
მიუხედავად ამ ინფორმაციისა, საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა ოფიციალური ინფორმაციის და ზოგიერთი თვლის, რომ მიდლტონს გაცილებით სერიოზული პრობლემები აქვს. მედიის ცნობით, ფანების დასამშვიდებლად, შესაძლოა, პრინცესას მოუწიოს სრულად გამოჯანმრთელებამდე გამოჩენა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). სად „გაქრა“ ქეით მიდლტონი, რომლის ადგილსამყოფლზეც შეთქმულების თეორიები ვრცელდება – პრინცესას „გაუჩინარების“ ამბავი ფანებს აშფოთებთ. 29 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სად-გაქრა-ქეით-მიდლტონ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
