ირანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ოფიციალურად აამოქმედა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ცეცხლის შეწყვეტამდე ირანმა ისრაელს რაკეტებით შეუტია. მედიის თანახმად, რაკეტებით შეტევის სულ ოთხი ტალღა იყო.
მანამდე, გვიან ღამით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმებულია, რომ იქნება სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ირანმა ისრაელის წინააღმდეგ ცეცხლი ოფიციალურად შეწყვიტა. 24 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ირანმა-ისრაელის-წინააღმდ/
