შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაუხვმა ნალექმა ნაპრალები წარმოშვა, ჭიათურაში ოთხი მაღარო დროებით დაიხურა - „ჯორჯიან მანგანეზი“...

უხვმა ნალექმა ნაპრალები წარმოშვა, ჭიათურაში ოთხი მაღარო დროებით დაიხურა – „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესებამ სამთო-მოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა, რის გამოც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დახუროს ჭიათურაში მოქმედი ოთხი მაღარო, – ამის შესახებ აღნიშნულია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა.

„უხვმა ნალექმა ე.წ. ვაკე-ტყეების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპრალები წარმოშვა. ზემოთ აღნიშნული მოვლენების შედეგად წარმოქმნილ რისკებს სპეციალურად მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ. ​თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა. პროცესების შესწავლისა და უსაფრთხოების შესაძლო რისკებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიღებამდე სამუშაო პროცესი შეჩერდება“, – ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.

  19 ჭრილობა. თავდაპირველად მძინარეს მიაყენა ჭრილობები და შემდეგ უკვე გაღვიძებულს... - ხმაურიანი საქმის დეტალები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი