პრემიერი – სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად; მიუხედავად იმისა, რომ თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვსურს, ვიყოთ ისეთი ევროკავშირის ნაწილი, რომელსაც ექნება ძლიერი იდენტობა, ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი პოლიტიკური ლიდერობა, ეს არის ჩვენი მკაფიო სურვილი და მისწრაფება

სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია. შესაბამისად, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. აქედან გამომდინარე, რეგულაცია არ წყვეტს ძირეულ პრობლემას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მძიმეა ის მოვლენა, რასაც ჰქვია თავისი არსით სუროგაცია, პირველ რიგში სწორედ ექსპლუატაციის კუთხით.

„არის სხვადასხვა ტიპის პრობლემა, დაკავშირებული სუროგაციასთან. ზოგადად, სულ 7 ქვეყანა იყო, ახლა 6 დარჩება, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგაცია. ეთიკური თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული სუროგაციასთან. შესაბამისად, ძალიან მძიმეა ის მოვლენა, რასაც ჰქვია თავისი არსით სუროგაცია, პირველ რიგში სწორედ ქალბატონების ექსპლუატაციის კუთხით. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ეს პრინციპული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ თავისი  წვლილი, თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, ჩვენ მაინც მივიღეთ  პრინციპული გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარი პრობლემა არის ქალბატონების ექსპლუატაცია, რაც არის, სამწუხაროდ, სუროგაციის აუცილებელი ელემენტი. როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია. შესაბამისად, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. აქედან გამომდინარე, რეგულაცია არ წყვეტს ძირეულ პრობლემას. ქალის ექსპლუატაციის პრობლემა რჩება ისევ ძირეულ პრობლემად, როგორც არ უნდა დაარეგულირო ეს საკითხი“, –  განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან მიმდინარეობდა კონსულტაციები.

„სუროგაციაზე გვქონდა კონსულტაციები. მათი პოზიცია იყო ის, რომ სუროგაცია უმჯობესი იყო, აკრძალულიყო. ჩვენ გვაქვს ხოლმე კონსულტაციები. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველა საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო იღებს თავის დამოუკიდებელ, სუვერენულ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, როცა ასეთ საკითხებს ეხება საქმე, ბუნებრივია, საპატრიარქოს მოსმენა, ეკლესიის მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება. ასეთ რეჟიმში წარიმართა კონსულტაციები სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). პრემიერი – სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად; მიუხედავად იმისა, რომ თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. 24 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პრემიერი-სუროგაციის-აუც/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Middle / Senior UA Manager (Meta Ads)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Game Designer – Playables (Intern)

თბილისი · მარკეტინგი / PR

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Vice President of Product

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
HTML5 Developer (Playable Ads)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-24T14:11:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi