პოპულარული ქართული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები“ მაყურებელს ახალი სეზონით უბრუნდება, თუმცა დაბრუნება ყველა ძველი პერსონაჟის ეკრანზე ხილვას არ ნიშნავს. როგორც სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანი აცხადებს, მაყურებელს არაერთი ნაცნობი გმირი დააკლდება. მათ შორის იქნება ბაქარ ორჯონიკიძეც, რომლის როლსაც ბუბა მირცხულავა ასრულებდა.
ქეთი დევდარიანმა გამოცემა MediaChecker-თან ინტერვიუში ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც სერიალის ძველი პერსონაჟების ნაწილი ახალ სეზონში აღარ გამოჩნდება. მისი განმარტებით, ზოგმა მსახიობმა სხვა არხზე დაიწყო მუშაობა, ზოგიერთ პერსონაჟს სიუჟეტური ხაზი ამოეწურა, ნაწილს კი სამსახური აღარ აძლევს მსახიობობის გაგრძელების შესაძლებლობას.
- “ძველი გმირებიდან ბევრი გაქრა ყოფითი და არაყოფითი მიზეზების გამო. ბევრი მსახიობი წავიდა სხვა არხზე სამუშაოდ, ბევრმა პერსონაჟმა თავი ამოწურა სერიალში, ზოგს სამსახური აღარ უწყობს ხელს, რომ იმსახიობოს, მაგალითად, ბაქარ ორჯონიკიძის როლის შემსრულებელი სუს-ში მუშაობს და შესაბამისად, სერიალში ვეღარ ითამაშებს“, – ამბობს ქეთი დევდარიანი.
ბაქარ ორჯონიკიძის პერსონაჟი “ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი გამორჩეული გმირი იყო. მაყურებელი წლების განმავლობაში ადევნებდა თვალს მის ცვლილებებს – გამოუცდელი, მიამიტი ბიჭიდან ის გავლენასა და ძალაუფლებაზე ორიენტირებულ, აგრესიულ და ანგარებიან ადამიანად ჩამოყალიბდა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ბაქარ ორჯონიკიძის პერსონაჟი “ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი გამორჩეული გმირი – “სუს-ში მუშაობს და შესაბამისად, სერიალში ვეღარ ითამაშებს“ – ბუბა მირცხულავას პერსონაჟი ახალ სეზონში აღარ გამოჩნდება. 24 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ბაქარ-ორჯონიკიძის-პე/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-24T14:11:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
