არქეოლოგებმა 8 000 წლის წინანდელი სახლი აღმოაჩინეს

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

არქეოლოგებმა პრეისტორიული სახლის ნაშთები აღმოაჩინეს და ის დაახლოებით 8000 წლით დაათარიღეს.

მართკუთხა საცხოვრებელი ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის (Ö A W) მკვლევრებმა სერბეთში, სვინიარიჩკა ჩუკაში აღმოაჩინეს.

ექსპერტების თქმით, აღმოჩენა კონტინენტის ადრეულ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებებზე ბევრს ამბობს.

„ეს აღმოჩენა იძლევა არსებითად ახალ შეხედულებებსა და მონაცემებს, რომლებიც, სავარაუდოდ, შეცვლის წინა მოდელებს”, — თქვა ბარბარა ჰორეჯსმა, არქეოლოგმა და Ö A W-ის ავსტრიის არქეოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა.

- Advertisement -
Ad imageAd image

არქეოლოგებმა 8 000 წლის წინანდელი სახლი აღმოაჩინეს

ახლად აღმოჩენილი ნაგებობა დაახლოებით 8000 წლის წინ ხის ბოძებისგან ააშენეს. მისი ასე დიდი ხნით უვნებლად შემონახვის ფენომენი ხანძრით იხსნება.

„ჩამონგრეულმა და დამწვარმა მასალამ დაფარა სახლის იატაკი, არტეფაქტები, ხელსაწყოები და ჭურჭელი”, — თქვა ჰორეჯსმა.

საცხოვრებელი სახლი შეიცავს მტკიცებულებებს, რომ მისი მცხოვრებლები ინახავდნენ საკვებს, როგორიცაა მარცვლეული და თესლები.

ნეოლითური პერიოდი ბალკანეთში დაახლოებით 8500 წლის წინ დაიწყო და 3500 წელი გაგრძელდა. დაახლოებით ამ პერიოდში ხდებოდა მონადირე-შემგროვებლობიდან სოფლის მეურნეობაზე გადასვლა. სწორედ ასე წარმოიშვა ევროპის კონტინენტზე მუდმივი დასახლებები.

- Advertisement -
Ad imageAd image

არქეოლოგებმა 8 000 წლის წინანდელი სახლი აღმოაჩინეს

ეს უახლესი აღმოჩენები ეჭვქვეშ აყენებს არსებულ შეხედულებას, რომ ადრეული ნეოლითის ხანაში ამ რეგიონში მცხოვრები ხალხი მომთაბარე იყო.

„ფაქტია, ამ პერიოდში დღევანდელი ბალკანეთის ტერიტორიაზე ადამიანებს მუდმივი დასახლებები უკვე გააჩნდათ”, – თქვა ჰორეჯსმა.

გათხრები სვინჯარიჩკა ჩუკაში 2018 წლიდან მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში არქეოლოგებმა ადრეული ნეოლითური პერიოდიდან დასახლებების მრავალი კვალი აღმოაჩინეს.

ეს აღმოჩენები მიეკუთვნება სტარჩევოს კულტურას, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ნეოლითური კულტურაა ბალკანეთის ტერიტორიაზე. სტარჩევოს კულტურა ცნობილია რეგიონში სოფლის მეურნეობის გაჩენითა და ცხოველების მოშინაურებით.

#drpkhakadze

წყარო

გირჩევთ ასევე წაიკითხოთ


სტატია განახლდა: არქეოლოგებმა 8 000 წლის წინანდელი სახლი აღმოაჩინეს | სიახლეები: შენი სუფრა | სამედიცინო სიახლეები: შენი ამბები


წყარო: შენი სუფრა | სიახლეები: შენი სუფრა | სამედიცინო სიახლეები: შენი ამბები

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). არქეოლოგებმა 8 000 წლის წინანდელი სახლი აღმოაჩინეს. 24 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/არქეოლოგებმა-8-000-წლის-წინან/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Middle / Senior UA Manager (Meta Ads)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Game Designer – Playables (Intern)

თბილისი · მარკეტინგი / PR

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Vice President of Product

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
HTML5 Developer (Playable Ads)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-24T14:11:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi