წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა წვევამდელებმა სენაკში სამხედრო ფიცი დადეს. მათ სამხედრო ფიცის მიღება თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და მე-3 ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელებმა მიულოცეს და წარმატებული სამხედრო სამსახური უსურვეს. ცერემონიალი მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე გაიმართა, სადაც შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენაც მოეწყო. ღონისძიებას წვევამდელთა მშობლები და ახლობლები დაესწრნენ.
დღეიდან წვევამდელების ნაწილი სწავლას გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსზე გააგრძელებს, ნაწილი კი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში — ათეულისა და ოცეულის სერჟანტის საკარიერო კურსს გაივლის. სასწავლო პროგრამების დასრულების შემდეგ წვევამდელები 31-ე ქვეით ბატალიონში უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე დაბრუნდებიან და 6 თვის ვადით გაწვეულ წვევამდელებთან ერთად ოცეულის მეთაურის თანაშემწის, ოცეულის სერჟანტის თანაშემწის, ათეულის მეთაურისა და საშტაბო პოზიციებზე გააგრძელებენ სამსახურს. განაგრძეთ კითხვა
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს. 17 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/წვევამდელთა-ეროვნულ-სამ-5/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-17T03:47:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
