წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა წვევამდელებმა სენაკში სამხედრო ფიცი დადეს. მათ სამხედრო ფიცის მიღება თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და მე-3 ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელებმა მიულოცეს და წარმატებული სამხედრო სამსახური უსურვეს. ცერემონიალი მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე გაიმართა, სადაც შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენაც მოეწყო. ღონისძიებას წვევამდელთა მშობლები და ახლობლები დაესწრნენ.

დღეიდან წვევამდელების ნაწილი სწავლას გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსზე გააგრძელებს, ნაწილი კი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში — ათეულისა და ოცეულის სერჟანტის საკარიერო კურსს გაივლის. სასწავლო პროგრამების დასრულების შემდეგ წვევამდელები 31-ე ქვეით ბატალიონში უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე დაბრუნდებიან და 6 თვის ვადით გაწვეულ წვევამდელებთან ერთად ოცეულის მეთაურის თანაშემწის, ოცეულის სერჟანტის თანაშემწის, ათეულის მეთაურისა და საშტაბო პოზიციებზე გააგრძელებენ სამსახურს. განაგრძეთ კითხვა

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს. 17 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/წვევამდელთა-ეროვნულ-სამ-5/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Бариста

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Гейм-дизайнер (Game Analytics)

თბილისი · მარკეტინგი / PR

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
CRM-интегратор (AMOCRM)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-17T03:47:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi