ირაკლი კობახიძე: “ბოლო კლასების სასწავლო პროგრამა არ არის მორგებული მისაღებ გამოცდებზე, გვჭირდება ჯანსაღი პროგრამა და მზად ვართ მსჯელობისთვის”

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ირაკლი კობახიძე: “ბოლო კლასების სასწავლო პროგრამა არ არის მორგებული მისაღებ გამოცდებზე, გვჭირდება ჯანსაღი პროგრამა და მზად ვართ მსჯელობისთვის”

განათლების რეფორმაზე დისკუსიის ფარგლებში ყველა თემაზე გვექნება მსჯელობა. თუ რაიმე არის დასახვეწი, რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის მზად ვართ, მთავარია, რომ შედგეს ჯანსაღი დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საერთოდ არ იარონ ბოლო კლასებში მოსწავლეებმა სკოლებში, მათ სჭირდებათ ჯანსაღი სასწავლო პროგრამა, რომელიც მორგებული იქნება მოსწავლის ობიექტურ ინტერესებზე.

„მე-12 კლასის საკითხი რომ ავიღოთ, დღეს იცით, რა მდგომარეობაა. პრაქტიკულად, მე-12 კლასში თითქმის არ დადიან ბავშვები სკოლაში, რადგან ურჩევნიათ, მოემზადონ მისაღები გამოცდებისთვის. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ საერთოდ არ არის მორგებული ბოლო კლასების სასწავლო პროგრამა მისაღებ გამოცდებზე. ასეთ პირობებში არ უღირთ მოსწავლეებს სკოლაში სიარული. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. ნაცვლად იმისა, რომ საერთოდ არ იარონ ბოლო კლასებში მოსწავლეებმა სკოლებში, ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი პროგრამა, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება მორგებული მოსწავლის ობიექტურ ინტერესებზე. ყველა საკითხზე მზად ვართ მსჯელობისთვის. მთავარია, რომ შედგეს ჯანსაღი დისკუსია თითოეულ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ირაკლი კობახიძე: “ბოლო კლასების სასწავლო პროგრამა არ არის მორგებული მისაღებ გამოცდებზე, გვჭირდება ჯანსაღი პროგრამა და მზად ვართ მსჯელობისთვის”. 17 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ირაკლი-კობახიძე-2/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi