როგორც სერბეთის რესპუბლიკის მოქალაქე და პრეზიდენტი, ვგრძნობ ძალიან დიდ ბედნიერებას იმიტომ, რომ ისტორიაში პირველად ჩვენ გვაქვს საშუალება ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, სერბეთსა და საქართველოს გააჩნია ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, მაგრამ წარსულში ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე საკმარისად არ უმუშავიათ.
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო, პატივცემულო მიხეილ, ჩემთვის დიდი პატივია მივიღო საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი მიხელ ყაველაშვილი და მინდა ვთქვა, რომ როგორც სერბეთის რესპუბლიკის მოქალაქე და პრეზიდენტი, ვგრძნობ ძალიან დიდ ბედნიერებას იმიტომ, რომ ისტორიაში პირველად ჩვენ გვაქვს საშუალება ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს. ჩვენ აღვნიშნეთ დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავი და ეს გახლავთ პირველი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის. ბატონო მიხეილ, ჩემო ძვირფასო მიხეილ, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის თქვენი ვიზიტი. სერბეთსა და საქართველოს გააჩნია ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ წარსულში ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე საკმარისად არ გვიმუშავია. ეს სიახლოვე სერბ და ქართველ ხალხს შორის გახლავთ ისეთი, რომ მე ვუთხარი ბატონ პრეზიდენტ ყაველაშვილს, რომ ბელგრადსა და სერბეთში იგი ვერ იპოვის ვერცერთ პიროვნებას, რომელსაც შეუძლია ცუდი რამე თქვას საქართველოზე. ყველას უყვარს საქართველო აქ და იგი შეძლებს ნახოს და შეიგრძნოს ეს. შეიგრძნოს სერბული სტუმარმასპინძლობა. სადაც კი არ უნდა წავიდეს იგი, ამის საშუალება ექნება“, – აღნიშნა მან.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). სერბეთის პრეზიდენტი: როგორც სერბეთის რესპუბლიკის მოქალაქე და პრეზიდენტი, ვგრძნობ ძალიან დიდ ბედნიერებას იმიტომ, რომ ისტორიაში პირველად ჩვენ გვაქვს საშუალება ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს. 18 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სერბეთის-პრეზიდენტი-როგ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
