ნატა ვიბლიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ადვოკატებთან თანამშრომლობის შეწყვეტას ეხმაურება. მისი თქმით, ადვოკატების საქმიდან ჩამოცილება დიდი ხნის წინ სურდა. ვიბლიანი აცხადებს, რომ სამართლებრივ ბრძოლას უფრო აქტიურად გააგრძელებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს გაასაჩივრებს.
„ესენი ჩემი ადვოკატები არ ყოფილან, მოგზავნილები იყვნენ და გამოჩნდა, საჯაროდ ვიხილეთ.
ტესტი ვარშავიდან საქართველოში კაკაბაძემ წაიღო ისე, რომ მე არ დამიპლომბავს და მისი ნომერიც არ დამიმახსოვრებია. კიდევ ბევრი რამ არის, რაზეც საუბარი შემიძლია.
კვირას მინდოდა ადვოკატებისთვის აცილების გაკეთება, თუმცა სამი დღე მთხოვეს.
დღეიდან ისინი ჩემი ადვოკატები აღარ არიან. აუცილებლად გავასაჩივრებ ყველაფერს და ამ საქმეს უფრო დიდი შემართებითა და ძალით მივხედავ.
ადვოკატები უნდა გისმენდნენ და როცა ურეკავ, გპასუხობდნენ. ძალიან დიდი ხნის წინ მინდოდა მათი ამ საქმიდან ჩამოცილება.
დაზარალებულად პროკურატურამ მცნო. ამიერიდან კიდევ უფრო ეფექტურ ბრძოლას გპირდებით“, – წერს ნატა ვიბლიანი.
ცნობისთვის, ადვოკატმა ნუცა თოფურიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ნატა ვიბლიანის ინტერესებს აღარ იცავს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ნატა ვიბლიანი მიმართვას ავრცელებს – „ესენი ჩემი ადვოკატები არ ყოფილან, მოგზავნილები იყვნენ და გამოჩნდა“. 10 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ნატა-ვიბლიანი-მიმართვას/
