დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები მე-5 საარტილერიო ბრიგადის დღეს აღნიშნავს. ბრიგადის 33 წლის იუბილე ვაზიანში აღინიშნა. არტილერისტებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა და თავდაცვის ძალებისთვის არტილერიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიება პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. განაგრძეთ კითხვა
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ვაზიანში მე-5 საარტილერიო ბრიგადის დღე აღინიშნა. 10 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ვაზიანში-მე-5-საარტილერიო/
