ორშაბათი, ივლისი 20, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალი„სასტუმრო „აგარანში“ მომხდარი მთელი ისტორია არის ასეთია“ - რა წერს დაკავებულის, გიორგი ჭიღლაძის ...

„სასტუმრო „აგარანში“ მომხდარი მთელი ისტორია არის ასეთია“ – რა წერს დაკავებულის, გიორგი ჭიღლაძის  ადვოკატი

რუსულენოვან დამსვენებლებსა და ქორწილის სტუმრებს შორის სოფელ რუისპირში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ მომხდარი კონფლიქტის საქმეზე დაკავებულის, გიორგი ჭიღლაძის  ადვოკატი სოციალურ ქსელში მომხდარის შესახებ წერს.

დაცვის მხარის განცხადებით, იგი რუსულენოვანი დამსვენებლების მიერ მოწყობილი პროვოკაციის შედეგად თავადაც დაზარალებულია.

„სასტუმრო „აგარანში“ მომხდარი მთელი ისტორია არის ასეთი:

2026 წლის 18 ივლისს დაახლოებით 18:00 საათიდან ვიმყოფებოდით სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმრო „აგარანის მამულში“, ქორწილის აღსანიშნავად. ღონისძიება მიმდინარეობდა სასტუმროს პირველ სართულზე არსებულ ვერანდაზე.

სასტუმროს მე-3 სართულზე იმყოფებოდნენ რუსულ ენაზე მოსაუბრე დამსვენებლები, რომელთაც მეფე-დედოფლის მიმართულებით დაიწყეს შეძახილი Горька (კოცნა).

იმის გამო, რომ მათ შეძახილს ქორწილში მყოფმა ხალხმა არ მიაქცია ყურადღება, აღნიშნულზე გაღიზიანდნენ და დაიწყეს მე-3 სართულიდან სითხეების გადმოსხმა და ფურთხება ქორწილის სტუმრების მიმართულებით. გადმოსხმული სითხე, ასევე ჩაისხა ვერანდაზე არსებულ მუსიკალურ აპარატში, რის შედაგადაც აპარატი გამოვიდა მწყობრიდან და მუსიკა შეწყდა.

აღნიშნულ ფაქტზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ქორწილის სტუმრებსა და მე-3 სართულზე მყოფ დამსვენებლებს შორის. ქორწილის სტუმრებმა მოუწოდეს შეეწყვიტათ მსგავსი ქმედება და შესულიყვნენ შიგნით. ხოლო მე-3 სართულზე მყოფებმა სტუმრების მისამართით რუსულ ენაზე დაიწყეს გამოთქმები, რომ ვართ პაპუასების ქვეყანა და დედა აგინეს ქორწილში მყოფ სტუმრებს. ქორწილის სტუმრებმა იქვე მყოფ სასტუმროს ადმინისტრაციას მიმართეს დასახმარებლად, რომ აღმოეფხვრათ პრობლემა. ადმინისტრაციის წარმომადგენელიც დაჰპირდა შესაბამის რეაგირებას.

ამ ფაქტიდან მალევე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა აამუშავა მუსიკალური აპარატი და მუსიკები და სიმღერა გაგრძელდა. დაახლოებით 10-15 წუთში მე-3 სართულიდან კვლავ დაიწყეს სითხის გადმოსხმა და ფურთხება. აღნიშნულზე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შეურაცხმყოფელ პირობებში მუშაობის გაგრძელება არ შეეძლო და დატოვა იქაურობა.

გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაპირების მიუხედავად, პრობლემა არ აღმოიფხვრა, გიორგი ჭიღლაძე (სიძის ძმა) ავიდა მე-3 სართულზე და კარზე დაუკაკუნა იქ მყოფ დამსვენებლებს.
კარის გაღების შემდეგ გიორგი ჭიღლაძე დადგა კარის ზღურბლთან, შეიძლება ოდნავ შიგნითაც და ქართულად მიმართა იქ მყოფ ქალს, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა და მათ, ფაქტობრივად, ჩაშალეს მისი ძმის ქორწილი.
აღნიშნულზე სასტუმროს ოთახში მყოფმა ქალმა ინგლისურად უპასუხა, რომ იმყოფებოდა მის ოთახში და მოითხოვა მასთან რუსულად ლაპარაკი.

  რა ვიცით მამუკა ჟღენტზე, რომელიც სახელმწიფოსთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ბრალდებით დააკავეს

აღნიშნულზე გიორგი ჭიღლაძემ ინგლისურად უპასუხა, რომ ეს ქალი იმყოფებოდა გიორგი ჭიღლაძის ქვეყანაში ანუ საქართველოში და მოსთხოვა ესაუბრა ქართულად, ან საუბარი გაეგრძელებინა ინგლისურად, რაზეც ქალი გახდა უფრო მეტად აგრესიული, გიორგი ჭიღლაძეს სწვდა ყელში და მიაყენა დაზიანება. გიორგი ჭიღლაძემ ხელი გააშვებინა და მიაძახა You fucking whore (შე ბოზო).

ამასობაში ოთახში მყოფი სხვა ქალებიც გამოვიდნენ. ერთ-ერთს ტელეფონი ეკავა და თან ვიდეოს იღებდა.
გიორგი ჭიღლაძეს და იქ დამსვენებელ ქალს შორის გაგრძელდა სიტყვიერი დაპირისპირება, ხოლო იმ ქალმა გიორგი ჭიღლაძეს მოუქნია მარჯვენა ხელი ყელის არეში. გიორგიმ ხელი აუკრა და აიცილა ქალის მოქნეული ხელი.
წამიერად კვლავ გაგრძელდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც სასტუმროს ოთახში მყოფმა ქალმა ორივე ხელი მიარტყა გიორგი ჭიღლაძეს გულ-მკერდის არეში, რაზეც გიორგი ჭიღლაძემ განიცადა ტკივილი.
გიორგი ჭიღლაძემ მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და იმ ქალს იდაყვი მოარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ქალი დაეცა.

აღნიშნულზე ოთახში მყოფმა სხვა ქალებმა ატეხეს კივილი, ხოლო იმისათვის, რომ კონფლიქტი უფრო დიდ კონფლიქტში არ გადაზრდილიყო, გიორგიმ დატოვა ოთახი და გაეცალა სასტუმროს ნომერს.

აღსანიშნავია, რომ რუსულად მოლაპარაკე, სავარაუდოდ რუსმა დამსვენებლებმა ვერ აიტანეს ვერანდაზე არსებული ქართული ქორწილი და ქართული სიმღერები, რის გამოც, მოაწყვეს პროვოკაცია და როგორც ქცევაზე ეტყობოდათ, იმყოფებოდნენ გაურკვეველი ნივთიერების თრობის ქვეშ.

გიორგი ჭიღლაძე არის რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებული.
2026 წლის 18 ივლისს გიორგი ჭიღლაძე მოწმის სტატუსით „აგარანის მამულიდან“ გადაიყვანეს თელავის რაიონულ სამმართველოში. როგორც ადვოკატი ვესწრებოდი გამოკითხვის პროცესს, ასევე გიორგი ჭიღლაძისთვის ყელის არეში მიყენებული დაზიანების გამო, ადგილზე გამოვიძახე სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელთაც ასევე დააფიქსირეს დაზიანების ფაქტი.

ამასთანავე, მოთხოვნილია, რომ გიორგი ჭიღლაძეს ჩაუტარდეს სამედიცინო ექსპერტიზა.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ, გიორგი ჭიღლაძე 2026 წლის 19 ივლისს დააკავეს და ამჟამად იმყოფება გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.

  21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს

გაცნობებთ, რომ გიორგი ჭიღლაძის უფლებებს ვიცავთ მე და ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი. ამჟამად, ველოდებით დაკავებულისთვის ბრალის წარდგენას. საქმეზე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით“, – წერს ადვოკატი.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.