თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის 45 ნომერში მდებარე ბიზნესცენტრის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა დაკვამლიანებაა, არხმა მაუწყებლობა დროებით შეაჩერა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
არსებული ინფორმაციით, შენობაში ხანძარი დაახლოებით 16:00 საათზე მე-16 სართულზე გაჩნდა.
ამავე შენობაში მდებარეობს ტელეკომპანია „ფორმულა“.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შენობიდან მათი ევაკუაცია ცოტა ხნის წინ დაასრულეს.
შემთხვევის დროს ნიუსრუმში 22 თანამშრომელი იმყოფებოდა. ამ წუთებში ტელეკომპანიის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. როგორც ჟურნალისტი წერს, ყველამ მოახერხა გარეთ გამოსვლა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). „ფორმულას“ თანამშრომლები ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობიდან გამოიყვანეს – ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობა შეაჩერა. 4 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ფორმულას-თანამშრომლებ/
