დანიურმა ფარმაცევტულმა კომპანია Novo Nordisk-მა წონის დასაკლები პრეპარატის Wegovy-ს ტაბლეტების გაყიდვების ზრდით მესამე კვარტალში ანალიტიკოსების პროგნოზს გადააჭარბა. ამის ფონზე კომპანიამ 2026 წლის ფინანსური პროგნოზი კიდევ ერთხელ გააუმჯობესა და ამით ამერიკულ კონკურენტ Eli Lilly-სთან პოზიციების გამყარებისკენ გადადგა ნაბიჯი.
Wegovy-ს ტაბლეტები აშშ-ის ბაზარზე მიმდინარე წლის იანვარში გამოჩნდა. მესამე კვარტალში მისმა გაყიდვებმა 5.39 მილიარდი დანიური კრონა (დაახლოებით 810 მილიონი დოლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 53%-ით აღემატება. ანალიტიკოსები 4.62 მილიარდ კრონას პროგნოზირებდნენ. გაყიდვებიდან 4.18 მილიარდი კრონა აშშ-ის ბაზარზე მოდის, ხოლო 1.22 მილიარდი — საერთაშორისო ბაზრებზე. კომპანიის ინფორმაციით, აშშ-ში Wegovy-ს ტაბლეტებზე კვარტლის განმავლობაში დაახლოებით 3.6 მილიონი რეცეპტი გაიცა, ხოლო ბაზარზე გამოსვლის დღიდან მათი რაოდენობა 8 მილიონს აჭარბებს.
Novo Nordisk-მა 2026 წლისთვის კორექტირებული გაყიდვებისა და საოპერაციო მოგების პროგნოზიც შეცვალა. ახალი შეფასებით, მუდმივი გაცვლითი კურსის პირობებში ორივე მაჩვენებელი შესაძლოა 2%-ით გაიზარდოს ან შემცირდეს. წინა პროგნოზი 3-დან 6%-მდე კლებას ითვალისწინებდა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც კომპანიამ წლიური ფინანსური პროგნოზი გააუმჯობესა. გაუმჯობესების მიზეზად GLP-1 ჯგუფის პრეპარატებზე, როგორც აშშ-ის, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, გაზრდილი მოთხოვნა დასახელდა.
წყარო: Reuters
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). Wegovy-ს გასახდომი აბების გაყიდვებმა მილიონს გადააჭარბა. 4 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/wegovy-ს-გასახდომი-აბების-გაყიდ/
