ესპანეთმა სამხედრო ძალები გამოიყენა აფრიკული ღორის ჭირის შესაკავებლად

ავტორი
11 წუთიანი წაკითხვა

ესპანეთში აფრიკული ღორის ჭირი

ესპანეთმა სამხედრო ძალები გამოიყენა აფრიკული ღორის ჭირის შესაკავებლად. ბარსელონასთან ახლოს ველურ ღორებში აღმოჩენილმა შემთხვევებმა და ეჭვმა, რომ ვირუსი დაბინძურებული საკვების ნარჩენით გავრცელდა, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა — ბიოუსაფრთხოება და ნარჩენების მართვა სახელმწიფო უსაფრთხოებაა.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება:
დაუდევრად დაყრილი საკვები და ველურ ცხოველებთან კონტაქტი სერიოზულ ეპიდემიებად გადაიქცეოდა, დღეს სამწუხაროდ რეალობა გახდა.
ადამიანებისთვის საფრთხე არ არსებობს, თუმცა ეს მძიმე დარტყმაა სოფლის მეურნეობისთვის, ფერმერებისთვის და ექსპორტისთვის.
როგორ გავრცელდა
ვირუსის წყაროდ სახელდება დაბინძურებული სენდვიჩი ან სხვა საკვების ნარჩენი, რომელიც ველურმა ღორმა ჭამა. ამიტომაც ვამბობთ — ნაგავი არის ბიოლოგიური რისკი, რომელსაც შეუძლია მილიონიან ზიანამდე მიგვიყვანოს.
რა ქნა ესპანეთმა
• შეიზღუდა პარკები და ტყის ზონები
• ჩაერთო სამხედრო და ვეტერინარული ძალები
• გამოცხადდა 20 კმ-იანი კონტროლის ზონა ფერმების გარშემო
• ნაწილობრივ შეჩერდა ექსპორტი
რა უნდა ვისწავლოთ საქართველომ
• ნარჩენების მართვა არის ეროვნული უსაფრთხოება
• ბიოუსაფრთხოება უნდა გაძლიერდეს როგორც ფერმებში, ისე ქალაქებში
• საჭიროა მოსახლეობის ინფორმირების გაძლიერება
ეს არის მკაფიო მაგალითი, როგორ შეიძლება ერთი დაუდევარი მოქმედება ფინანსურ, ეკოლოგიურ და სოციალურ კრიზისად გადაიქცეს.

 

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ესპანეთმა სამხედრო ძალები გამოიყენა აფრიკული ღორის ჭირის შესაკავებლად. 2 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/70887-2/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T20:42:01+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi