ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„7 წლის შემდეგ, პირველად შეუძლია მხარზე თავი დამადოს და ასე მშვიდად ჩაეძინოს“...

„7 წლის შემდეგ, პირველად შეუძლია მხარზე თავი დამადოს და ასე მშვიდად ჩაეძინოს“ – თორნიკე მამალაძე ძმასთან ერთად გადაღებულ ემოციურ კადრს გვიზიარებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

„7 წლის შემდეგ პირველად შეუძლია მხარზე თავი დამადოს და ასე მშვიდად ჩაეძინოს“, – წერს თორნიკე მამალაძე.

ცნობისათვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2024 წლის 14 თებერვალს გაათავისუფლეს.

გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წელს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭი კომიდან გამოვიდა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი