ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიფსიქოლოგი6 უბრალო მიზეზი, რაც სიცოცხლეს 7,5 წლით გაგვიხანგრძლივებს - ნახეთ, ჯანსაღი ცხოვრების...

6 უბრალო მიზეზი, რაც სიცოცხლეს 7,5 წლით გაგვიხანგრძლივებს – ნახეთ, ჯანსაღი ცხოვრების რეცეპტი

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში “პირადი ექიმი” უახლესი კვლევის შედეგებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, დადგინდა, რომ ადამიანის საკუთარი ასაკის მიმართ დამოკიდებულებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის მნიშვნელოვანი კავშირია:

– იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა თავის კოლეგებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა ჩაატარა. კვლევა უკავშირდებოდა ადამიანის დამოკიდებულებას საკუთარი ასაკის მიმართ. იელის უნივერსიტეტის მეცნიერები კვლევის შედეგად ძალიან მნიშვნელოვან დასკვნამდე მივიდნენ. ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი ასაკის მიმართ ბევრად განსაზღვრავს იმას, თუ რა ასაკს მიაღწევს საბოლოო ჯამში, ანუ როგორი იქნება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ასეულობით ათასი მონაცემის დამუშავების შემდეგ, აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომელთაც საკუთარი სიცოცხლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდათ, მათი საშუალო ხანგრძლივობა 7,5 წლით უმოკლდებათ. მხოლოდ ჩვენი არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება საკუთარი ასაკის მიმართ ჩვენს სიცოცხლეს 7,5 წლით ამცირებს. ჯანმრთელი დაბერების საერთაშორისო საბჭო 6 ძირითად საფეხურს აქვეყნებს, რომლებიც ნეგატიური დამოკიდებულების თავიდან აცილებაში და შესაბამისად, სიცოცხლის გახანგრძლივებაში გვეხმარება:

შეინარჩუნეთ პოზიტიური დამოკიდებულება ასაკის მიმართ. ეს არის პირველი და მთავარი რეკომენდაცია იმ სპეციალისტების, ვინც ამ საკითხზე იმუშავა.აუცილებლად შეინარჩუნეთ კავშირები. ამ კავშირებში იგულისხმება ურთიერთობები ოჯახის შიგნით, მეგობრებთან, ნებისმიერ სოციუმთან, რომელთანაც პროფესიულად იყავით ან ხართ დაკავშირებული.შეინარჩუნეთ ჩართულობა. ეს კი სოციალურ, კულტურულ ცხოვრებაში, ეკონომიკური და სამოქალაქო საკითხების მოგვარებაში ჩართულობას გულისხმობს. ასაკის მატებასთან ერთად, შესაძლოა, ეს ყველაფერი ავტომატურად შეფერხდეს, მაგრამ მეცნიერები თვლიან, რომ ადამიანს შეუძლია, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, მიაგნოს ისეთ სფეროს, სადაც ასეთ ჩართულობას შეინარჩუნებს. მაგალითად, თუნდაც ვირტუალური კომუნიკაციების სახით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ აქტიურობას პროფესიული ნიშნით, ჰობისა და გატაცების კუთხით ვინარჩუნებთ.შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა. ეს შეგონება ცხოვრების ჯანსაღი წესის გამოყენებასა და პროფილაქტიკური მედიცინის ყველა მონაპოვარის გაზიარებას გულისხმობს. ანუ წინასწარი გამოკვლევების, სკრინინგის გამოყენება მნიშვნელოვანია და რაც მთავარია, ფიზიკური აქტივობის, ძილის, კვების მოწესრიგება საჭიროა.შეინარჩუნეთ ცნობისმოყვარეობა. აღმოჩნდა, ცნობის წადილის, ინტელექტუალური აქტივობის შენარჩუნებით, ადამიანი დაბერების პროცესს აფერხებს და საკუთარი ასაკის მიმართ კეთილგანწყობის შენარჩუნებაში გვეხმარება.ბოლო საფეხური ადამიანის ყოველდღიური რუტინისა და ცხოვრების რიტმში ჩართულობის შენარჩუნებას გულისხმობს.

primetime.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
როგორ უნდა გამოვიცნოთ რა ტიპის ალერგია გვაწუხებს

როგორ უნდა გამოვიცნოთ რა ტიპის ალერგია გვაწუხებს

მარტი 26, 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
პასკის რეცეპტი „გარდენია შევარდნაძისგან“

პასკის რეცეპტი „გარდენია შევარდნაძისგან“

მარტი 26, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ავიაკომპანია Edelweiss – „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ“

ავიაკომპანია Edelweiss – „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ“

მარტი 26, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
როგორია მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები წყვილებისთვის, სადაც უნდა გაემგზავროთ 2025 წელს

როგორია მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები წყვილებისთვის, სადაც უნდა გაემგზავროთ 2025 წელს

26 მარტი 2025
ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი