ამერიკაში თუ არალეგალურად შესვლას აპირებთ, არც იფიქროთ ამაზე, ჩვენს კანონებს თუ დაარღვევთ, აუცილებლად გიპოვით, აქ კრიმინალების ადგილი არ არის – აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივანი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ჩვენ ვიცავთ ამერიკულ ოჯახებს, უკანონოდ შესვლას თუ შეეცდებით, დაგიჭერენ, გაგიყვანენ და აღარასდროს დაბრუნდებით, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„მე ვარ კრისტი ნოემი, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მდივანი. გმადლობთ, პრეზიდენტო დონალდ ტრამპ ჩვენი საზღვრის დაცვისთვის და ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებისთვის. ნება მომეცით, პრეზიდენტ ტრამპის გზავნილი მივაწოდო მსოფლიოს.
თუ ამერიკაში არალეგალურად შესვლას აპირებთ, არც იფიქროთ ამაზე.

გარკვევით ვაცხადებ, ჩვენს ქვეყანაში თუ შემოხვალთ და დაარღვევთ ჩვენს კანონებს, ჩვენ აუცილებლად გიპოვით. შეერთებულ შტატებში კრიმინალების ადგილი არ არის.

სუსტმა ხელმძღვანელობამ ჩვენი საზღვრები ზედმეტად დიდხანს ღიად დატოვა. გადაავსო ჩვენი საზოგადოება ნარკოტიკებით, ადამიანებით მოვაჭრეებითა და მოძალადე კრიმინალებით. ეს დღეები წარსულში დარჩა.

- Advertisement -
Ad imageAd image

პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ჩვენ ვიცავთ ამერიკულ ოჯახებს და აღვადგენთ მათ უსაფრთხოებას. უკანონოდ შესვლას თუ შეეცდებით – დაგიჭერენ, გაგიყვანენ და აღარასდროს დაბრუნდებით.

დაიცავით კანონი და იპოვით შესაძლებლობას. თუ დაარღვევთ – იპოვით და აგებთ პასუხს. ძლიერი საზღვრები ნიშნავს უფრო ძლიერ ამერიკას. პრეზიდენტი ტრამპი ამერიკას კვლავ უსაფრთხოს ხდის“, – განაცხადა კრისტი ნოემმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ამერიკაში თუ არალეგალურად შესვლას აპირებთ, არც იფიქროთ ამაზე, ჩვენს კანონებს თუ დაარღვევთ, აუცილებლად გიპოვით, აქ კრიმინალების ადგილი არ არის – აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივანი. 24 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ამერიკაში-თუ-არალეგალურა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi