6-თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩაატარეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ვაზიანის სასროლეთზე 6-თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩაატარეს. სწავლებას თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გიორგი ჯინჭარაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

წვრთნაში მონაწილეობდნენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვის ვადით გაწვეული წვევამდელები, რომლებიც სამხედრო სამსახურს აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის შემადგენლობაში გადიან.

სწავლების მიზანს მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების განეიტრალება წარმოადგენდა. წვევამდელების მთავარი ამოცანა პოტენციური მოწინააღმდეგის ბლოკირების, შეყოვნებისა და კონტრშეტევაზე გადასვლის კომპონენტების შესრულება იყო.

კითხვის გაგრძელება…

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 6-თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩაატარეს. 19 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/6-თვის-ვადით/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi