ოქტომბერში იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.62 ლარი შეადგინა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი 2024 წლის ოქტომბრის ხაჭაპურის ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.62 ლარი შეადგინა, რაც სექტემბერთან შედარებით 2%-იანი, ხოლო 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით 8%-იანი ზრდაა.

თვიურ ჭრილში, ხაჭაპურის ინდექსი ყველაზე მეტად – 6.6%-ით თელავში გაიზარდა, კერძოდ, ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 7.17 ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 8.4%-ით აღემატება. აღნიშნული ზრდა უკავშირდება კახეთის საშემოდგომო სეზონს, განსაკუთრებით რთველის პერიოდს, რომელიც აგვისტოს ბოლოს იწყება და რამდენიმე კვირა გრძელდება. რთველი იწვევს ტურისტული ნაკადების გადანაცვლებას შავი ზღვის სანაპიროდან თელავისა და მიმდებარე რეგიონებისკენ. ტურისტების სეზონური მატება ფასების მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს.

წლიურ ჭრილში, თითქმის ყველა ინგრედიენტის ღირებულებამ განიცადა ინფლაცია, გარდა კვერცხისა, რომლის ფასიც 1.5%-ით შემცირდა. საფუვრის ფასმა ყველაზე დიდი წლიური ზრდა (21.8%) აჩვენა, შემდეგ მოდის კარაქი (16.4%), რძე (13.2%), ყველი (8.6%) და ფქვილი (4.6%). ინგრედიენტების უმეტესობისთვის ფასები თვიურ ჭრილშიც გაიზარდა, ამ შემთხვევაში გამონაკლისს რძე წარმოადგენს, რომლის ფასიც 1.9%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო თვეებში, რძის მიწოდების სეზონური შემცირების გამო, ხაჭაპურის ძირითადი ინგრედიენტების – ყველისა და რძის ფასების შემდგომი ზრდაა მოსალოდნელი.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ოქტომბერში იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.62 ლარი შეადგინა. 11 ნოემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ოქტომბერში-იმერული-ხაჭაპ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T02:52:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi