5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სანტორინიზე, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კუნძულზე მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ეს იყო ყველაზე ძლიერი რყევა მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ მიწისძვრების სერია დაიწყო. მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 21:10 საათზე მოხდა.

მანამდე, დღის საათებში, კუნძულზე საშუალოდ 4 მაგნიტუდის სიმძლავრის 20-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ცნობით, შუადღის შემდეგ მხოლოდ 20 წუთში, 4-დან 4.8 -მდე მაგნიტუდის სიმძლავრის რვა მიწისძვრა მოხდა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა უკიდურესად რთულ გეოლოგიურ ფენომენზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს უფრო ოპტიმისტური განწყობაა, ვიდრე გუშინ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სანტორინიზე 300-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. საფრთხის გამო კუნძული ცხრა ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სანტორინიზე, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კუნძულზე მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. 6 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/5-2-მაგნიტუდის-სიმძლავრის-მ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi