აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკულ მხარეს ოფიციალურად აცნობა, რომ USAID-ის მუშაობა აზერბაიჯანში უნდა შეწყდეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ ამერიკულ მხარეს განუმარტა, რომ USAID-ის ქვეყანაში მუშაობის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
ცნობისთვის, USAID-ის აზერბაიჯანში მუშაობის სამართლებრივი საფუძველი 2024 წლის 1 ივნისს გაუუქმეს. მოგვიანებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ დროა ორგანიზაციამ შეწყვიტოს მუშაობა ქვეყანაში.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ბაქომ ვაშინგტონს აზერბაიჯანში USAID-ის მუშაობის შეჩერება მოსთხოვა. 6 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ბაქომ-ვაშინგტონს-აზერბაი/
