მამა გიორგი თევდორაშვილი გვასწვალის 4, ორსიტყვიან ლოცვას:
• ღმერთო, მაკურთხე;
• უფალო, შეგვიწყალე (შეიწყალე);
• დამეხმარე ღმერთო;
• მადლობა, შენდა ღმერთო;
„ეს ლოცვები შეგიძლიათ აღავლინოთ მაშინ, როცა ძალიან გეჩქარებათ ან ვერ ახერხებთ ხატებთან ლოცვას.
-
- როდესაც გადიხარ სახლიდან, სანამ მანქანაში ჩაჯდები, სანამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახვალ ან ფეხით გაივლი, პირჯვარი გამოისახე და თქვი, – „ღმერთო მაკურთხე“. ძალიან დიდი მადლი აქვს ამ სიტყვებს. ეს ნიშნავს, რომ ჩემი ყველა ნაბიჯი ღმერთისგან დალოცვილი იქნება, მშვიდობით ვიმგზავრებ, სამასახურში მშვიდობა დამხვდება და სამსახურის შემდეგაც მშვიდობით ვივლი.
- სამსახურში უამრავი პრობლემა დაგხვდა. შეიტყვე, რომ შენს ახლობელს, უფროსს ან თანამშრომელს სერიოზული პრობლემა აქვს, მძიმე სიტუაციაა, დაიწყებენ ჭორაობას… გააჩერე და უთხარი, რომ – გაჩერდეს, ნუ ჭორაობს, ნუ განიკითხავს, ვილოცოთ და თქვი, „უფალო შეიწყალე“ ან „უფალო შეგვიწყალე“. ამ დროს უკვე აღსარებაც არის ნათქვამი, მძიმე სიტუაცია იმიტომ დამხვდა, რომ ჩვენ ცოდვაში ვართ ჩაფლული. როცა იტყვი, – „უფალო შემიწყალე“, ე.ი. შენ სინანულით ამბობ ამას, როგორც ის ავაზაკი, რომელიც სამოთხეში აღმოჩნდა რამოდენიმე სიტყვის შემდეგ.
- როდესაც რაიმე საქმე არ გამოგდით. გონიერი, განათლებული ხარ და არ გამოდის საქმე. თქვი, – „დამეხმარე ღმერთო!“ მეგონა, ძალიან მაგარი ვიყავი, მაგარი მძღოლი მეგონა ჩემი თავი და აღმოჩნდა, მაგრამ ისეთი შეცდომა დავუშვი, კინაღამ გადავიჩეხე. პროფესიონალი მეგონა თავი და ახალ საქმეს თავი ვერ გავართვი.
- როდესაც აღსარების თქმა გიჭირს, წაიკითხე სახარება, ბიბლია, ასურისა და კრიტელის ლოცვები, მაგრამ ვერ ამბობ აღსარებას, აიხედე ზემოთ ან დაიხედე ქვემოთ და თქვი,- „დამეხმარო ღმერთო!“ ეს ჩემი ამპარტავანი გული და გონება დაამდაბლე და დამანახე რა უსუსური არსება ვარ, რათა ამოვიღო ჩემი გულიდან ის, რაც დიდი ხანია ჩაკირულია და არც დიდმარხვაში არ გამახსენდა, არც მაშინ, როდესაც ავარიას გადავურჩი, ავარია რომ არ მოვახდინე, არც მაშინ, ერთი კვირა კლინიკაში რომ ვიწექი, არც მაშინ, წნევები რომ გახშირდა. თქვი, – „დამეხმარე ღმერთო!“, რომ მივხვდე პეტრესავით, მივხვდე პავლესავით, მივხვდე ანდრია მოციქულივით, რამდენჯერაც არ უნდა გადააგდო ბადე, ვერაფერს დაიჭერ, თუ ღმერთმა არ გაკურთხა, თუ ღმერთმა არ დაგლოცა, თუ ღმერთმა არ შეგიწყალა, ვერ ცხონდები…
და ბოლოს, ყველაზე აუცილებელი, როდესაც მიდიხართ სახლში, თქვი, – „მადლობა შენდა ღმერთო!“
ჩვენ შეგვიძლია განკურნება იესო ქრისტეს მაცხოვნებელი მადლით, აღსარებით, ლოცვით, ზიარებით და ერთმანეთის თანადგომით…“