ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმი„32 ბავშვი მკურნალობს სასუნთქი სისტემის სხვადასხვა მწვავე დაავადებით – მომატებულია მომართვა, რის...

„32 ბავშვი მკურნალობს სასუნთქი სისტემის სხვადასხვა მწვავე დაავადებით – მომატებულია მომართვა, რის უკანაც ფილტვების ანთების ძალიან ბევრი შემთხვევა დგას“-ივანე ჩხაიძე

ზამთრის სეზონზე გრიპის ვირუსის გააქტიურება და მთავარი პრევენცია

პედიატრი, თსსუ პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე 2025-2026 წლის ზამთრის სეზონზე გრიპის ვირუსის გააქტიურებაზე, შემთხვევების მატებასა და მთავარ პრევენციაზე საუბრობს:

„იაშვილის კლინიკაში მომატებულია მომართვა, რის უკანაც ფილტვების ანთების ძალიან ბევრი შემთხვევა დგას – 32 ბავშვი მკურნალობს სასუნთქი სისტემის სხვადასხვა მწვავე დაავადებით, მათგან 8 ბავშვთან დადგენილია ფილტვების ანთება“.

მისი თქმით, გრიპის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იქნება. ამის უკან ე.წ. ჰონგ-კონგის H3N2 ტიპის ვირუსია. H3N2 ტიპის ვირუსისთვის, რომელიც ახლა ცირკულირებს, დამახასიათებელია ხველა, რომელიც 3 კვირაზე მეტი ხანგრძლივობისაა.

„არანაირი განსხვავება არ აქვს პაციენტისთვის გრიპის უკან დგას „ღორის გრიპი“, თუ ე.წ. ჰონგ-კონგის. ორივე A ტიპის გრიპის ვირუსს მიეკუთვნება. მათ შორის განსხვავება არ გახლავთ არც დაავადების სიმძიმის მიხედვით და არც გართულებების გამოწვევის ალბათობის მიხედვით.

გრიპის ვირუსთან მიმართებით არსებობს რისკის ჯგუფები. 5 წლამდე ასაკის ბავშვები სწორედ რისკის ჯგუფში შედიან. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, მომართვა როგორც ამბულატორიულ რგოლში, ისე სტაციონარულში, ძირითადად განპირობებული იქნება 5 წლამდე ასაკის ბავშვების ავადობით.

როდესაც მომართვაზე ვსაუბრობთ, სტაციონარულ რგოლში, ძირითადი მიზეზი არის გრიპისთვის დამახასიათებელი ისეთი გართულება, როგორიც არის ფილტვების ანთება. ჩვენს კლინიკაში მომატებულია მომართვა ოქტომბერთან შედარებით. ამ მომართვის უკან დგას ფილტვების ანთების ძალიან ბევრი შემთხვევა. დილის მონაცემებით, 32 ბავშვია, რომელიც მკურნალობს სასუნთქი სისტემის სხვადასხვა მწვავე დაავადების დიაგნოზით, მათ შორის 8 ბავშვთან დადგენილია ფილტვების ანთება. ეს გულისხმობს დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობს, უფრო ინტენსიური მკურნალობის საჭიროებას.

ერთი, რაც H3N2 ტიპის ვირუსს ახასიათებს, არის ის, რომ გადატანის, მწვავე პერიოდის გადატანის შემდეგ შესაძლოა გახანგრძლივდეს ხველა. 3 კვირაზე მეტი გახანგრძლივება H3N2 ტიპის ვირუსისთვის, რომელიც ახლა ცირკულირებს უფრო მეტად არის დამახასიათებელი, ვიდრე სხვა ტიპის გრიპის ვირუსის შემთხვევაში“,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

  პორნოგრაფიის ეფექტი ტვინზე - კვლევის შედეგები

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი