3 დაუყოვნებელი ნაბიჯი: რა უნდა გააკეთოთ, თუ ბავშვი ხალხმრავალ ადგილზე დაგეკარგათ და დრო გადამწყვეტია

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

რა უნდა გააკეთოთ, თუ ბავშვი ხალხმრავალ ადგილზე დაგეკარგათ და დრო გადამწყვეტია –  3 დაუყოვნებელი ნაბიჯი

ხალხმრავალ სივრცეში ბავშვის დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე სტრესული სიტუაციაა მშობლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ასეთი შემთხვევები იშვიათია, წინასწარი ცოდნა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ყოფილმა პარამედიკოსმა და მშობლებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმის დამფუძნებელმა ნიკი ჯურკუცმა, ამ თემაზე პრაქტიკული რეკომენდაციები გააზიარა.

სპეციალისტის თქმით, პანიკაში ჩავარდნა და მარტო, უმისამართოდ ძებნა ყველაზე დიდი შეცდომაა — ეს ძვირფას წუთებს აკარგვინებთ.

🔴 რა ქმედებები უნდა გადადგათ დაუყოვნებლივ

  • დაიწყეთ ყვირილი, აცნობეთ გარშემომყოფებს, რომ ბავშვი დაიკარგა და დახმარება გჭირდებათ

  •  აღწერეთ ბავშვის გარეგნობა: ასაკი, სიმაღლე, თმისა და თვალის ფერი

  • აუცილებლად თქვით, რა აცვია ბავშვს იმ მომენტში

  • სთხოვეთ ერთ-ერთ ადამიანს პოლიციაში დარეკვა, ან პარალელურად თავადვე დაუკავშირდით შესაბამის სამსახურს

ნიკი ჯურკუცი აღნიშნავს, რომ პრაქტიკაში არაერთხელ უნახავს შემთხვევა, როცა მშობელი ცდილობს „არ ატეხოს აჟიოტაჟი“, რის გამოც ბავშვი გვიან ან შემთხვევით, უკვე შორს აღმოჩნდება წასული. მცი­რე­წლო­ვანს ხში­რად ან ძა­ლი­ან გვი­ან, ან ად­გი­ლი­დან მო­შო­რე­ბით, შემ­თხვე­ვით პო­უ­ლო­ბენ.

გარდა ამისა, თუ საქმე ბოროტმოქმედს ეხება, ხმაური, ყურადღება და საზოგადოების აქტიური ჩართულობა მას აფრთხობს და არსებობს დიდი ალბათობა, რომ ბავშვი მალევე დატოვოს ხალხმრავალ ადგილას.

⏱ დრო კრიტიკულია
„ასეთ სიტუაციაში თითოეულ წამს მნიშვნელობა აქვს. თუ ხმამაღლა განაცხადებთ, რომ შვილი დაგეკარგათ, გარშემო მყოფი ადამიანები ინსტინქტურად ჩაერთვებიან ძებნაში,“ — ამბობს ნიკი.

მნიშვნელოვანია, შეძლებისდაგვარად შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რათა სწორად გაიხსენოთ ყველა დეტალი და სხვებსაც ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოთ.

ინფორმირებულობა და სწრაფი რეაგირება ხშირად ის ფაქტორია, რომელიც ბავშვს უსაფრთხოდ დაგიბრუნებთ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 3 დაუყოვნებელი ნაბიჯი: რა უნდა გააკეთოთ, თუ ბავშვი ხალხმრავალ ადგილზე დაგეკარგათ და დრო გადამწყვეტია. 15 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/3-დაუყოვნებელი-ნაბიჯი-რა-უ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-18T23:32:47+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi