პირველ შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 5000 ლარი. ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ შეფასდება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ეროვნული სატყეო სააგენტო პასუხისმგებელია თითქმის 1,8 მლნ ჰექტარ ტყეზე. სააგენტოს პრიორიტეტებს წარმოადგენს ამ ტყეების დაცვა, მოვლა და შენარჩუნება და მდგრადი ტყითსარგებლობა, რაც მათ შორის ხე-ტყის დამზადებასაც მოიცავს.

„ტყეების დეგრადაციის სხვადასხვა კატეგორია განიხილება. მიზეზი მრავალია; პირველი, სამწუხაროდ, ყველგან ადამიანია, ასევე, კლიმატის ცვლილება, რომლის გავლენაც, ჩვენს ეპოქაში უკვე ხელშესახები და თვალსაჩინოა; ესენია: ტყის ხანძრების სიხშირე, ასევე მავნებელდაავადებები. ტყეს შეუძლია კლიმატის ცვლილების პროცესი შეარბილოს და უკეთეს პირობებში გვამყოფოს, ვიდრე ისეთ ქვეყნებში, სადაც ტყით დაფარული ტერიტორიები დიდი არ არის“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა.

ნათია იორდანიშვილმა სამართალდარღვევის პრევენციისა და ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებზე კანონმდებლობის გამკაცრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა. ცვლილებამდე ხე-ტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისათვისა და ტრანსპორტირებისათვის, პირველ შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 5000 ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ შეფასდება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.

მისივე განცხადებით, სატყეო სააგენტო ახორციელებს მოვლით და სანიტარულ ჭრებს, რაც ტყის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ეკონომიკური თვალსაზრისით გამოსაყენებელი მერქნული რესურსის მოპოვებაზე მნიშვნელოვანი წესი მოქმედებს – არ მოვიპოვოთ იმაზე მეტი, რაც ამ ბუნებრივი რესურსის განახლებას შეაფერხებს და დააზიანებს.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). პირველ შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 5000 ლარი. ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ შეფასდება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად. 4 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/პირველ-შემთხვევაში-გათვ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi