დაიფაროს ღვთისმშობელმა საქართველო და საქართველოს მოსახლეობა! მარიამობას გილოცავთ! ასევე ყველა მარიამს ანგელოზის დღეს გილოცავთ!
ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი სიონის მთაზე, იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა და ხშირად დადიოდა იმ ადგილებში, სადაც იესოს უყვარდა ყოფნა. სალოცავად ყველაზე ხშირად გოლგოთასა და ზეთისხილის მთას ირჩევდა, რომლის ძირში გაშენებული ბაღი იოანე ღვთისმეტყველს მამამისის – ზებედესგან მემკვიდრეობით ერგო.
ერთხელ ზეთისხილის მთაზე ლოცვისას მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აღსვლის დრო ახლოვდებოდა და რომ ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ აღსრულდებოდა. ამ ხარების დასამოწმებლად მან სამოთხეში დანერგილი ფინიკის ხის ტოტი გადასცა და უთხრა, რომ ეს რტო, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა, მის საფლავთან უნდა მიეტანათ. უდიდესი სიხარულით მიიღო ღვთისმშობელმა სამოთხის რტო. მადლობდა გადუხადა და ევედრებოდა ღმერთს, რომ სხეულიდან განსვლის ჟამს მის თვალებს წყვდიადის მთავარი და ჯოჯოხეთის საშინელებანი არ ეხილა, რომ მისი სული ღვთაებრივი ხელით თვით უფალს მიეღო. ასევე, ითხოვდა, რომ ვიდრე მისი აღსრულების დღე დადგებოდა, ჰქონოდა საშუალება ერთად შეკრებილი მოციქულები ენახა, რომლებიც საქადაგებლად სხვადასხვა ქვეყანაში იყვნენ გაბნეულნი.
მოციქულები მისი დაკრძალვისთვის გლოვითა და ცრემლით ემზადებოდნენ, თუმცა ანუგეშებდათ ის აზრი, რომ ზეცაში ღვთის წინაშე მეოხი და მლოცველი მოიპოვეს. მისი ნეტარი სხეული საკუთარი მხრებით მიჰქონდათ. იოანე ღვთისმეტყველი სამოთხის სხივმფენი რტოთი მათ წინ უძღოდა. დანარჩენი მორწმუნენი და ხალხის სიმრავლე მის სარეცელს საცეცხლურებით და ანთებული სანთლებით მიაცილებდნენ.
სიონიდან გეთსიმანიამდე მსვლელობის პროცესში – თვით დაკრძალვამდე სხივცისკროვანი გვირგვინის მსგავსი ღრუბელი ღვთისმშობლის სხეულს ზემოდან დასცქეროდა. ციდან ანგელოზთა გალობა ისმოდა. როცა გეთსემანიას მიაღწიეს, ყველა ცრემლითა და მოთქმით ყოვლადწმინდა ცხედარს უკანასკნელად მიემთხვია. წმინდა მოციქულებმა მისი საფლავში დასვენება მხოლოდ საღამოს შეძლეს. გამოქვაბულის შესასვლელი ქვით დაფარეს. დაკრძალვის შემდეგ ამ ადგილს კარგა ხანს არ განშორებიან. სამი დღის განმავლობაში ღვთისმშობელს ლოცვასა და საგალობელს აღუვლენდნენ. ამ დროს ანგელოსები უფალს და ყოვლადწმინდა ქალწულს ზეციური გალობით განადიდებდნენ.
სამი ლოცვა, რომელიც მარიამობას ყველამ უნდა წაიკითხოს:
შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაჲ, და აწ მეოხებითა შენითა იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.
მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოებაჲ, ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ, ვითარცა დედაჲ ეგე ცხორებისაჲ, ცხორებად მიცგვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშოჲ მარადის ქალწულისა.
ანგელოსთა მიცვალება ყოველადწმიდისა იხილეს და უკვირდათ, ვითარ ქალწული აღვალს ქუეყანით ზეცას. ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი შენთჳს, ქალწულო უბიწოო, ქალწულებრივი შობა და სიკუდილი ცხოვრების მომცემელი და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi