პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„26 წლის მამაკაცის გული გადამინერგეს, ამის შემდეგ ცხოვრება ბევრად უკეთესია… ჩემი და...

„26 წლის მამაკაცის გული გადამინერგეს, ამის შემდეგ ცხოვრება ბევრად უკეთესია… ჩემი და ამ დიაგნოზით გარდაიცვალა“ – 21 წლის ქეთევან ქარუმიძის ისტორია

„პალიტრავიდეო“ საკუთარ აუდიტორიას 21 წლის ქეთევან ქარუმიძის ისტორიას აცნობს – მას წლების წინ, რესტრიქციული კარდიომიოპათია დაუდგინდა და 13 წლის ასაკში, 26 წლის მამაკაცის გული გადაუნერგეს.

ქეთევან ქარუმიძე დიაგნოზზე, გულის ტრანსპლანტაციასა და რეაბილიტაციის გზაზე, „პალიტრავიდეოსთან“ საუბრობს:

„26 წლის მამაკაცის გული გადამინერგეს, ამის შემდეგ ცხოვრება ბევრად უკეთესია. ხანდახან რომ ვფიქრდები, რამხელა გზა გამოვიარე, ძალიან ვამაყობ ჩემი თავით, ამდენს რომ გავუძელი და ვიბრძოლე, არ დავნებდი…

მე 8 წლის ვიყავი, ჩემი და – 11 წლის, ქართულ ცეკვებზე შეგვიყვანეს, თავიდან ძალიან მოგვწონდა, ნელ-ნელა ჩემს დას პატარა პრობლემები დაეწყო, ძალიან ადვილად იღლებოდა და ტუჩები ულურჯდებოდა. მასწავლებელმა მშობლებს ურჩია, ექიმს აჩვენეთო. დიდხანს იკვლევდნენ და აღმოაჩნდა რესტრიქციული კარდიომიოპათია.

ერთ-ერთმა ექიმმა მშობლებს ურჩია, და ან ძმა თუ ჰყავს, ისიც გამოვიკვლიოთო და მეც იგივე აღმომაჩნდა. იმ პერიოდში, მე უფრო ცუდი მდგომარეობა მქონდა.

გადამაფრინეს მინსკში, სადაც 18 წლამდე ოპერაციას არ აკეთებენ, მაგრამ იმდენად ცუდი მდგომარეობა მქონდა, ერთად გარისკეს, 13 წლის ვიყავი, როდესაც ოპერაცია ჩამიტარდა“, – ჰყვება ქეთევან ქარუმიძე „პალიტრავიდეოსთან“.

  ქიმწმენდის საცხოვრებელ შენობებში განთავსება იკრძალება - როდის დაიწყება მონიტორინგი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი