21 დაღუპული, ორი დაკარგული, ათასობით დაზარალებული – 13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

21 დაღუპული, ორი დაკარგული, ათასობით დაზარალებული – 13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა. თბილისში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღედ შევიდა

ბოლო პერიოდის უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიამ ​დედაქალაქსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.

მთლიანად დაიტბორა „მზიური” და ზოოპარკი, სადაც დაიღუპა სამი თანამშრომელი და დაიხოცა ბინადართა დიდი ნაწილი. სვანიძის ქუჩაზე კი წყალმოვარდნის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 24 ოჯახი. მხოლოდ ამ პატარა ქუჩაზე სტიქიამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ადამიანებთან ერთად ვერეს ხეობაში მოვარდნილმა წყალმა სახლებიც კი გაიტაცა. განადგურდა გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. ქალაქი პანიკამ მოიცვა.

სტიქიას ემსხვერპლა 21 ადამიანი, ორი მათგანი დღემდე დაკარგულად ითვლება. კიდევ ერთი ადამიანი ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა იმსხვერპლა. ღვარცოფს ზოოპარკის სამი თანამშრომელიც, გულიკო ჭიტაძე, მისი მეუღლე და გივი დვალი ემსხვერპლნენ. სტიქიამ დები ზარანდიების, ივლიტა ჯიბუტისა და კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 37 წლის მაშველმა ზურაბ მუზაშვილმა 7 ადამიანის სიცოცხლე საკუთარის სანაცვლოდ გადაარჩინა.

13 ივნისის ტრაგედია და საშიში ზონა მშენებლობისთვის

2015 წელს მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია. ტრაგედიასთან ერთად, ეს დღე ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდაც იქცა. მოხალისეებმა სტიქიის შედეგებთან გამკლავება ერთიანი ძალებით დაიწყეს.

13 ივნისის ტრაგედია და საშიში ზონა მშენებლობისთვის

13 ივნისის ტრაგედია და საშიში ზონა მშენებლობისთვის

13 ივნისის ტრაგედია და საშიში ზონა მშენებლობისთვის13 ივნისის ტრაგედია და საშიში ზონა მშენებლობისთვის13 ივნისის ტრაგედია და საშიში ზონა მშენებლობისთვის
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). 21 დაღუპული, ორი დაკარგული, ათასობით დაზარალებული – 13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა. 13 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/21-დაღუპული-ორი-დაკარგული-ა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi