სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებილოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

XX საუკუნის დასაწყისში ერთმა ღვთისმოსავმა ფერმწერმა იტალიიდან „წმიდა ოჯახის“ ასლი ჩამოიტანა, მოსკოვში ნათესავს დაუტოვა და თვითონ კვლავ საზღვარგარეთ დაბრუნდა. მისმა ნათესავმა, მოსკოველმა მღვდელმა, როდესაც ეს ამბავი შეიტყო, სურათი თავისი ეკლესიის წინკარში მოათავსა და მას „სამი სიხარული“ უწოდეს.

ხატზე მართლაც სამი სიხარულით მოსილი სახეა გამოსახული, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა, იესო ქრისტესი და ყრმა იოანე ნათლისმცემლისა.

ერთხელ, ამ ეკლესიაში მოვიდა ერთი ცნობილი ქალბატონი, რომლის ქმარს ცილი დასწამეს და გადაასახლეს, მამულები ჩამოართვეს, ხოლო ერთადერთი ვაჟი ომში ტყვედ ჩავარდა. უბედური ქალი ევედრებოდა ღვთისმშობელს, რომ უდანაშაულო ადამიანები ამ უბედურებისაგან ეხსნა. ერთხელ მას სიზმრად იდუმალმა ხმამ უბრძანა მოეძებნა ხატი „სამი სიხარული“ და მის წინაშე ელოცა.

ქალი დიდხანს ეძებდა და ბოლოს პოკროვკაზე, ეკლესიაში მიაგნო მას, სულ მალე მან შეიტყო სასიხარულო ამბავი, მისი ქმარი გაამართლეს და გადასახლებიდან დააბრუნეს, ვაჟი უმძიმესი ტყვეობიდან გაათავისუფლეს და მამულიც დაუბრუნდა.

დღევანდელამდე ხატი სასწაულებს აღასრულებს. სანამდის ხატის დაუჯდომელი დაიწერებოდა ოთხშაბათობით ამ ეკლესიაში წმიდა ნიკოლოზის დაუჯდომელს კითხულობდნენ, დაუჯდომელის შექმნის შემდეგ კი დაისვა საკითხი თუ რომელი საგალობელი აღევლინათ ამიერიდან, ამ მსჯელობისას მოულოდნელად „სამი სიხარულის“ წინაშე კანდელი აინთო, მას შემდეგ ყოველ ოთხშაბათს ხატთან ღვთისმშობლის დაუჯდომელი საგალობელი აღესრულება, მის წინაშე ლოცულობენ ცილისწამების გამო დევნილნი, ახლობლებთან ძალით გაყრილნი, აგრეთვე ისინი, ვინც შრომით შეძენილი ქონება დაკარგა, ლოცულობენ ისინიც, ვისაც ოჯახური პრობლემები აწუხებთ.

ტროპარი და ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

წმიდისაგან ხატისა შენისა გარდამომდინარე სიხარული გამოუთქმელი აღავსებს გულთა ყოველთა ღუთისმოსავთა დედათა, რომელთა კეთილად მოჰმადლენ ქმარნი და შვილნი და ყოველნი მონაგებნი მათნი. ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ქუეყანისაო, ყოვლადძლიერო სიხარულევანო, მარადის ქალწულო. მით სახითვე მოწყალე იქმენ ჩუენ ზედა, კეთილად აღმისრულენ ყოველნი ვედრებანი ჩუენნი და წყაროჲ სიხარულისა დაუშრეტელი აღმომიცენე ყოველთა მოლტოლვილთა და მარადის მგალობელთა შენდა: რომელმან სიხარული უშევ სოფელსა, აღავსენ სიხარულითა დაუცხრომელად პატივისმცემელნი შენნი.

  პირველი ინფექციონისტი, რომელიც ინფექციისგან გარდაიცვალა – იგნაც სემელვეისის ტრაგიკული ისტორია

ლოცვაჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, სახიერო დედაო ყოვლადსახიერისა ღუთისაო, მფარველო სამეუფოჲსა ქალაქისა და წმიდისა ამის ტაძრისაო, წინამძღუარო და მეოხო ყოველთა მართალთაო, ნუ უგულებელს-ყოფ ლოცუასა უღირსთა ამათ მონათა შენთაგან, არამედ ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა შევრდომილ ვართ წმიდასა ხატსა შენსა, მოგუანიჭოს, ვითარცა თვით უწყის, სიხარული ყოველთა: მეცნირებასა თვისსა მოიყუანნეს ცოდუილნი ყოველნი და მოჰმადლოს მათ სინანული და ცხოვნებაჲ. მწუხარეთა და ტანჯულთა ყოველთა ნუგეშინისცემაჲ მოანიჭოს, ჭირსა და მრისხანებასა შინა გუემულნი განათავისუფლნეს, უსასოთა და სულმოკლეთა სასოებაჲ და მოთმინებაჲ მისცეს, მხიარულებითა და უხუებითა ცხოვნებულთა გულთა შინა მადლიერებაჲ დანერგნეს, სნეულნი განკურნნეს და განაძლიერნეს. ჰოი, დედუფალო ყოვლადწმიდაო! მოწყალე ექმენ ყოველთა პატივისმცემელთა სახელისა შენისათა და გარდამომივლინენ ყოვლადძლიერი საფარველი და მეოხებაჲ შენი. დაიცევ და დაიფარე ერი შენი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან. განამტკიცენ სიყუარული და ერთსულოვნებაჲ შორის მეუღლეთა, ყრმანი აღზარდენ, ყმაწუილნი განაბრძენ, ტომითისგან ბრძოლისა იხსენ ყოველნი ერნი, მოზღუდენ სიყუარულითა და ჩუენ ყოველთა მომანიჭე ურთიერთ – სიყუარული, მშვიდობაჲ, კეთილმსახურებაჲ, სიმრთელეჲ, და განგრძნობაჲ დღეთაჲ, რამეთუ ყოველნი ზეცისანი და ქუეყანისანი აღგიარებენ შენ, ვითარცა მტკიცესა და ურცხუენელსა შუამდგომელსა ქრისტეანეთა ერისასა და გადიდებენ ძისა შენისა მიერ, თანა მამით და თანაარსით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.