კვირა, დეკემბერი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისი2026-2029 წლებში თბილისში კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების და ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამები ამოქმედდება

2026-2029 წლებში თბილისში კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების და ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამები ამოქმედდება

გასული რვა წლის განმავლობაში, თბილისში ყველაზე მეტი ყურადღება დაეთმო და ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი დაიხარჯა ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც თბილისის ახლად მოწვეული საკრებულოს წევრებს მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებამდე, მომავალი ოთხი წლის გეგმები გააცნო.

„ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. სწორედ ამიტომ, 2026-2029 წლებში, ამოქმედდება ორი ახალი პროგრამა. ესენია: „ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსების“ პროგრამა და „ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების“ პროგრამა, რომლის საშუალებითაც, კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად, კვლევები 100%-ით დაფინანსდება; გაფართოვდება ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე ექვსი მნიშვნელოვანი პროგრამა; გაგრძელდება რაიონულ გამგეობებში არსებული სოციალური და ჯანდაცვის ყველა პროგრამა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა თბილისში — რას უნდა ელოდოთ Caucasus Build-ზე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი