ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუთაისის კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, რეანიმაციიდან ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს.
ახლობლების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და შესაძლოა, მალე ბინაზე გაწერონ“, – აცხადებენ დაზარალებულის ახლობლები.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ახალგაზრდა ქალი დაზიანებებით რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. მას დაზიანებები სახის, თავის, გულ-მკერდის არეში, ასევე კიდურებზე ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაში მამაკაცმა შეიყვანა. მისი თქმით, ის მძიმე მდგომარეობაში ქუთაისისა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე იპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
interpresnews.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). როგორია ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ქუთაისის კლინიკაში ნაცემი შეიყვანეს. 21 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/როგორია-ახალგაზრდა-ქალის/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:56:40+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
