ელდარ შენგელაია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

რეჟისორი მშობლების – ნატო ვაჩნაძის, ნიკოლოზ შენგელაიას და ძმის, გიორგი შენგელაიას გვერდით დაკრძალეს.

ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში დღეს დილიდან მიმდინარეობდა.

რეჟისორის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დედაქალაქის მერმა, მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს დღეს ასევე მიუსამძიმრა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად.

ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში 4 აგვისტოს გარდაიცვალა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ელდარ შენგელაია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. 7 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ელდარ-შენგელაია-დიდუბის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi