2025 წელს საქართველოში ქორწინებების რიცხვი გაიზარდა, განქორწინებები შემცირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წლის დემოგრაფიული მაჩვენებლებიდან ირკვევა.
2025 წელს საქართველოში სულ 22 285 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.9%-ით მეტია.
ქორწინების ასაკობრივი მაჩვენებელი გასულ წელს ასეთი იყო:
- ქალებისათვის პირველი ქორწინების საშუალო ასაკი 30.1 წელს შეადგენს (ზრდა წინა წელთან 0.2 წელი);
- მამაკაცებისათვის ეს მაჩვენებელი 32.4 წელია (ზრდა წინა წელთან 0.2 წელი)
რეგიონული ჭრილში ქორწინებების ყველაზე მაღალი რაოდენობა თბილისში (6 553), ქვემო ქართლსა (2 944) და იმერეთში (3 284) დაფიქსირდა. ქორწინებების ზრდის პარალელურად, ქვეყანაში შემცირდა რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა. 2025 წელს ეს მაჩვენებელი 13 173 ერთეულს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.6 პროცენტით ნაკლებია. განქორწინების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ დედაქალაქში აღირიცხა (4 547), ხოლო ყველაზე ცოტა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (110).
| რეგიონი | ქორწინება | განქორწინება |
| საქართველო | 22,285 | 13,173 |
| თბილისი | 6,553 | 4,547 |
| იმერეთი | 3,284 | 2,085 |
| ქვემო ქართლი | 2,944 | 1,325 |
| აჭარის ა.რ. | 2,335 | 1,084 |
| სამეგრელო-ზემო სვანეთი | 1,892 | 1,363 |
| კახეთი | 1,716 | 979 |
| შიდა ქართლი | 1,453 | 791 |
| სამცხე-ჯავახეთი | 859 | 310 |
| გურია | 575 | 343 |
| მცხეთა-მთიანეთი | 465 | 236 |
| რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი | 209 | 110 |


