ვერძი
მხოლოდ კარგად და გულმოდგინედ მოფიქრებული სამოქმედო გეგმით შეძლებთ დროულად და ხარისხიანად შეასრულოთ დაკისრებული ამოცანა, შეეცადეთ, არ გაანაწყენოთ ირგვლივ მყოფნი თქვენი დაუფიქრებელი ფრაზებით.
კურო
ყველა სირთულესა თუ პრობლემას იუმორით მიუდექით, თქვენი მხიარული და ოპტიმისტური განწყობა სასიკეთოდ იმოქმედებს კოლეგებისა და ხელმძღვანელობის შეხედულებებზე.
ტყუპები
ელოდეთ მოულოდნელ წარმატებებს. თუ დიდ მნიშვნელობას არ მიანიჭებთ ფორმალობებს, თქვენი საქმისადმი დამოკიდებულება ღირსეულად დაფასდება.
კირჩხიბი
ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციებს და აკონტროლეთ სიტუაცია, სამსახურში შესაძლოა, არასწორად მოგაწოდონ ინფორმაცია, რომელიც თქვენს კარიერულ აღმავლობას უკავშირდება, ამიტომ, იყავით მეტად დაკვირვებული.
ლომი
იყავით ფრთხილად ახალ იდეებთან დაკავშირებით და დააკვირდით გარშემომყოფებს, შესაძლოა, ვინმე თქვენთვის ზიანის მოყენებას შეეცადოს.
ქალწული
დღეს თქვენი ურთიერთობები და საქმეში წარმატება ბევრად იქნება დამოკიდებული ხელმძღვანელი პირების შეფასებებზე, იყავით ხალისიანი და მაქსიმალურად წარმოაჩინეთ თქვენი შესაძლებლობები.
სასწორი
თქვენს საქმიანობაზე დიდ ზეგავლენას მოახდენს იმიჯი, ამიტომ, კარგად შეარჩიეთ სამოსი შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე, რაც უფრო თავდაჯერებული იქნებით, მით უფრო წარმატებით წარიმართება დღევანდელი დღე.
მორიელი
ნებისმიერ პრობლემას იუმორით მიუდექით, თქვენს თავზე ღრუბელი მალე გაიფანტება და ყველაფერი სასურველ რიტმს დაუბრუნდება.
მშვილდოსანი
გადაუდებელი საქმეები და სწრაფად მისაღები გადაწყვეტილებები შფოთისა და პანიკის მიზეზი არ უნდა გახდეს, ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი მარტივ გამოსავალს ნახავთ, თუ მტკიცედ და გონივრულად იმოქმედებთ.
თხის რქა
ნუ მოდუნდებით, მოიკრიბეთ ძალები და კონცენტრირდით ვალდებულებების შესრულებაზე, ნუ აჰყვებით სხვადასხვა მაცდუნებელ წინადადებებს, ან გარემოებებს. დაკავდით ძველი საქმეების დასრულებით.
მერწყული
შესაძლოა, არჩევანის წინაშე დადგეთ, ნუ იჩქარებთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ, ყველა მოსალოდნელი შედეგით, და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.
თევზები
ნუ გადაიღლებით, შეეცადეთ, რამდენიმე ეტაპად დაყოთ შესასრულებელი საქმე და იზრუნოთ ოპტიმისტურ განწყობაზე.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). 20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი. 19 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/20-დეკემბრის-ასტროლოგიური/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

