კაცმა, თანამშრომლებთან კამათის გამო, კარაოკე ბარში ხანძარი გააჩინა, რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოის კარაოკე ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი მამაკაცი უკვე დააკავა.

ვიეტნამის ოფიციალური სტრუქტურების ინფორმაციით, მამაკაცმა აღიარა, რომ სამსართულიანი კარაოკე ბარის პირველ სართულზე ცეცხლის დასანთებად ბენზინი გამოიყენა და ეს მას შემდეგ ჩაიდინა, რაც თანამშრომლებთან კამათი მოუვიდა.

სახელმწიფო გაზეთი იტყობინება, რომ ეჭვმიტანილი 50 წლის მამაკაცია. პოლიციის განცხადებით, ხანძრის გაჩენის შესახებ პირველი ინფორმაცია 23:00 საათზე მიიღეს.

მათივე თქმით, გადარჩენილია 7 ადამიანი, მათგან 2 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). კაცმა, თანამშრომლებთან კამათის გამო, კარაოკე ბარში ხანძარი გააჩინა, რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი). 19 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/კაცმა-თანამშრომლებთან-კ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi