ვისაც დაქორწინება სურს, ეს მინიშნებები უნდა იცოდეს

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ქორწილთან დაკავშირებით ხალხში არაერთი რწმენა და მინიშნება არსებობს – არა მარტო საკუთრივ ცერემონიასთან, არამედ სიძე-პატარძალთან, მშობლებთან და სტუმრებთან დაკავშირებითაც.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ რწმენა-მინიშნებების ნაწილი შესაძლოა სხვა ხალხებიდან იყოს შემოსული და დამკვიდრებული ჩვენს ყოფაში.

საქორწინო ბეჭდები სიძე-პატარძლის გარდა სხვამ არ უნდა მოიზომოს ან გაიკეთოს;
პატარძალმა ჯვრისწერამდე სარკეში სრულად აღკაზმულმა არ უნდა ჩაიხედოს – ჩაცმულობიდან რამე დეტალი უნდა მოიშოროს და ისე შეაფასოს საკუთარი გარეგნობა;
ჯვარდაწერილებს შორის არც არავინ უნდა ჩადგეს და არც არავინ უნდა გაიაროს, თორემ ქორწინება დაირღვევა;
ახლად შეუღლებულებმა ერთი თეფშიდან არ უნდა ჭამონ, თორემ ოჯახში საჭმელზე გაჭირვება დაისადგურებს;
როცა სასიძო საცოლეს მშობლების ოჯახიდან გამოიყვანს, ისე უნდა გაარიდოს იქაურობას, რომ უკან არ მიიხედოს;
სიძე-პატარძალს გზადაგზა ვარდის ფურცლები ან ყვავილები უნდა დაუყაროთ, რომ ავი ძალები მოატყუოთ და მათთან ახლოს არ მიუშვათ;
თუ ქორწილის დღეს გაწვიმდა, კარგის ნიშანია – წვიმა შურსა და ავ თვალს ცუდს ჩამორეცხავს;
თუ მოთოვს – ოჯახი სიმდიდრეში იცხოვრებს;
თუ სიძეს ან პატარძალს ბეჭედი დაუვარდება, ქორწინება ხანმოკლე იქნება;
არ შეიძლება ქორწილში დანა-ჩანგლის ჩუქება – ჩხუბი და დავიდარაბა იცის…

მინიშნებები პატარძლისთვის

თუ ჯვრისწერის დღეს საპატარძლო აცემინებს, ე.ი. ბედნიერი ოჯახი ექნება;
წამოიტირებს – მეუღლესთან კავშირი ბედნიერებას მოუტანს;
ნახმარ ფეხსაცმელს ჩაიცვამს – ოჯახში წარმატება შევა;
უშუალოდ ჯვრისწერისას მარცხენა ხელისგული მოექავა – სიმდიდრეში იცხოვრებს, თუ მარჯვენა – სტუმრიანი და ხმაურიანი ოჯახი ექნება.

- Advertisement -
Ad imageAd image

მინიშნებები სასიძოსთვის

თუ სასიძო ჯვრისწერის დღეს გუბეში ფეხს ჩაკრავს – სმას მიეძალება;

პატარძალს სახლში ხელში აყვანილს შეიყვანს – ოჯახში კეთილდღეობა დაისადგურებს;

წინა დღეს საცოლეს ჩუმად შეაჭმევს ტკბილს – ცხოვრებაც ტკბილი ექნებათ;

ქორწილის წინა დღეს თმას შეიჭრის – სუსტი ჯანმრთელობის შვილები ეყოლება.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ვისაც დაქორწინება სურს, ეს მინიშნებები უნდა იცოდეს. 29 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ვისაც-დაქორწინება-სურს-ე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi