შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსს2 წლის ბავშვი და 61 წლის მამაკაცი ემსხვერპლნენ თავდასხმას გერმანიაში

2 წლის ბავშვი და 61 წლის მამაკაცი ემსხვერპლნენ თავდასხმას გერმანიაში

გერმანიაში 28 წლის ავღანელი მამაკაცი დააკავეს დანით თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც მან 2 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

შემთხვევა ბავარიაში, ქალაქ აშაფენბურგის პარკში მოხდა.

ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ეჭვმიტანილი განზრახ დაესხა თავს საბავშვო ბაღის ჯგუფს სამზარეულოს დანით. მინისტრის თქმით, თავდასხმა, როგორც ჩანს ეჭვმიტანილის ფსიქიკური პრობლემებით იყო მოტივირებული და არა რადიკალური ისლამისტური დამოკიდებულებით.

დაღუპულები არიან 41 წლის გამვლელი გერმანელი მამაკაცი და 2 წლის, წარმოშობით მაროკოელი ბიჭი. ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაჭრილებს შორის არიან – 2 მცირეწლოვანი, მასწავლებელი და 61 წლის მამაკაცი.

ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

  თბილისში, 80 წლის მუსიკის მასწავლებელი 7 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი