გერმანიაში 28 წლის ავღანელი მამაკაცი დააკავეს დანით თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც მან 2 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
შემთხვევა ბავარიაში, ქალაქ აშაფენბურგის პარკში მოხდა.
ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ეჭვმიტანილი განზრახ დაესხა თავს საბავშვო ბაღის ჯგუფს სამზარეულოს დანით. მინისტრის თქმით, თავდასხმა, როგორც ჩანს ეჭვმიტანილის ფსიქიკური პრობლემებით იყო მოტივირებული და არა რადიკალური ისლამისტური დამოკიდებულებით.
Sheni Network
დაღუპულები არიან 41 წლის გამვლელი გერმანელი მამაკაცი და 2 წლის, წარმოშობით მაროკოელი ბიჭი. ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაჭრილებს შორის არიან – 2 მცირეწლოვანი, მასწავლებელი და 61 წლის მამაკაცი.
ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. 2 წლის ბავშვი და 61 წლის მამაკაცი ემსხვერპლნენ თავდასხმას გერმანიაში [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/2-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-61-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%99/
sheniekimi.ge/ambebi

